თავი მერვე
ევოლუციის ფალსიფიკაციები

არსებობა “მაიმუნადამიანისა”, რითაც ასე ახვევენ თავბრუს ადამიანებს მასმედია და სამეცნიერო წყაროები, სინამდვილეში არქეოლოგიური მონაცემებით საერთოდ არ დასტურდება. ევოლუციონისტები გატაცებით ხატავენ ამ გამოგონილი არსებების სურათებს, მაგრამ დამადასტურებელი ნამარხების არარსებობა მათ საგონებელში აგდებს. ამ პრობლემის გადასაჭრელად ისინი საინტერესო ხერხს – აღმოუჩენელი ნამარხების წარმოებას მიმართავენ. ასეთი ხერხის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ადამიანის – Pitdown-ის (პიტდაუნი) აღმოჩენა”, რაც მეცნიერების ისტორიაში ერთ-ერთი ხმაურიანი სკანდალის მიზეზად იქცა.

ადამიანი Pitdown-ი: ორანგუტანგის ყბა ადამიანის თავის ქალაში

1912 წელს ცნობილმა ექიმმა და ამავდროულად, მოყვარულმა პალეონტოლოგმა ჩარლზ დოუსონმა ინგლისში, პიტლდაუნის შემოგარენში ყბის ძვალი და თავის ქალის ნაწილი აღმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ყბის ძვალი მაიმუნისას ჰგავდა, კბილები და თავის ქალა ადამიანის უფრო უნდა ყოფილიყო. ეს ექსპონატი მოინათლა, როგორც “ადამიანი Pitdown“ და მისი ასაკი 500 000 წლით განისაზღვრა. ამის შემდეგ ეს ნიმუში სხვადასხვა მუზეუმებში გამოიფინებოდა, როგორც ადამიანის ევოლუციის უტყუარი მტკიცებულება. 40 წლის მანძილზე ამ მოვლენას ეძღვნებოდა სამეცნიერო სტატიები, კომენტარები, ნახატები და მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 500-მა მეცნიერმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე “ადამიანი Pitdown“. 56 1935 წელს ბრიტანეთის მუზეუმის მონახულებისას, სახელგანთქმულმა ამერიკელმა პალეოანთროპოლოგმა გ.ფ. ოსბორნმა აღნიშნა:

“ბუნება სავსეა მოულოდნელობებით და ეს არის მნიშვნელოვანი აღმოჩენა კაცობრიობის წინაისტორიული ხანის შესახებ”. 57

ადამიანი Pitdown ადამიანი Pitdown ადამიანი Pitdown

ხოლო 1949 წელს ბრიტანეთის მუზეუმის პალეონტოლოგიის განყოფილების თანამშრომელმა კენეტ ოკლიმ ზოგიერთ ნამარხზე ასაკის განსაზღვრის ახალი ხერხი (სინჯი ფთორზე) გამოიყენა. ეს ხერხი “ადამიანი Pitdown“-ზეც გამოიყენეს. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პილტდაუნის ყბის ძვალი ფთორს არ შეიცავდა. ეს კი საბუთია იმისა, რომ ძვალმა მიწაში სულ რამდენიმე წლის წინ მოხვდა. ხოლო თავის ქალას, რომელშიც ფთორის მცირე რაოდენობა აღმოჩნდა, მიწისქვეშ სულ რამდენიმე ათასი წელი უნდა გაეტარებინა. შემდგომმა ქრონოლოგიურმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ თავის ქალა მართლაც მხოლოდ რამდენიმე ათასწლეულს ითვლიდა. ხოლო შრომის იარაღი, რომელიც ნაშთის გვერდით ეყარა, ფოლადის ინსტრუმენტებით იყო დამუშავებული. გაირკვა, რომ ეს მხოლოდ იაფფასიანი ნაყალბევი იყო. 58 საბოლოოდ, ამ ფალსიფიკაციას ფარდა აეხადა 1953 წელს, ვაინერის მიერ ჩატარებული დეტალური ანალიზის შედეგად. თავის ქალა ეკუთვნოდა ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ 500 წლის წინ ცოცხალი იყო, ხოლო ყბის ძვალი – ცოტა ხნის წინ მომკვდარ ორანგუტანგს. საგანგებოდ ამორჩეული კბილები წინასწარ გახეხილ კბილის ბუდეებში – ალვეოლებში იყო ჩამონტაჟებული, რათა ადამიანისას დამსგავსებოდა. კალიუმის დიქრომატის საშუალებით ძვლებზე ლაქები იყო წაცხებული, რათა მათთვის სიძველის იერი მიეცა. თუმცა, ეს ლაქები გაქრა, როგორც კი ძვლები მჟავაში მოათავსეს. ლე გროს კლარკი, ფალსიფიკაციის აღმომჩენი ჯგუფის წევრი, გაკვირვებას ვერ მალავდა:

“კბილებზე აშკარად ჩანს სიყალბის კვალი. საოცარია, როგორ შეიძლებოდა, ეს ვინმეს არ შეემჩნია?” 59

ყოველივე ამის მერე “ადამიანი Pitdown“, რომლითაც 40 წლის მანძილზე თავს იწონებდა ბრიტანეთის მუზეუმი, სასწრაფოდ გაიტანეს იქიდან.

“ადამიანი ნებრასკა“(Nebraska): ღორის კბილი

ადამიანი ნებრასკა, nebraska

ნახატის კომენტარი:

ეს ნახატი, რომელიც 1922 წელს ჟურნალ “Illustrated London News”-ის 24 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა, ერთადერთი კბილის საფუძველზე შეიქმნა. როცა გამოირკვა, რომ ეს კბილი არ ეკუთვნოდა არც ადამიანს და მაიმუნისმაგვარ არსებასაც კი, არამედ გადაშენებული ღორისა იყო, ევოლუციონისტებს იმედები გაუცრუვდათ.

1922 წელს ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის დირექტორმა ფ. ოსბორნმა განაცხადა, რომ ნებრასკის დასავლეთით გველის წყაროსთან აღმოჩენილ იქნა უკანა ძირითადი კბილი, რომელიც პლიოცენის ხანას მიეკუთვნება. ამტკიცებდნენ, რომ ამ კბილს მაიმუნისა და ადამიანის საერთო დამახასიათებელი მახასიათებლები ჰქონდა. მალე ამ საკითხის გარშემო დიდი სამეცნიერო კამათი გაჩაღდა. ზოგის აზრით, ეს კბილი პითეკანტროპისა იყო, ზოგი კი ადამიანის კბილად მიიჩნევდა. ბოლოს, ცხარე კამათი მიწყნარდა და კბილის პატრონი მოინათლა, როგორც “ადამიანი ნებრასკა (Nebraska)“. ამას, რაღა თქმა უნდა, მოჰყვა “მეცნიერული” სახელწოდებაც – Hesperopithecus haroldcooki. მრავალმა ავტორიტეტულმა მეცნიერმა გაიზიარა ოსბორნის აზრი. ერთადერთი კბილის საფუძველზე მოხდა ნებრასკის რეკონსტრუქცია და გაკეთდა მისი თავის ქალისა და სხეულის ნახატები. მერე კი ეს ნებრასკა ოჯახურ წრეში – ცოლ-შვილით გარემოცული იქნა წარმოდგენილი.

მთელი ეს სცენარი ერთ კბილზე აიგო. ევოლუციონისტები იმდენად მიეჩვივნენ ამ წარმოსახვით არსებას, რომ როცა მკვლევარმა უილიამ ბრაიანმა მათ მოუწოდა, ნაჩქარევი დასკვნებისგან თავი შეეკავებინათ, მას კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა თავს.

თუმცა, 1927 წელს ჩონჩხის სხვა ნაწილებიც იქნა აღმოჩენილი. ამ ახალი მონაცემების მიხედვით, კბილი არ ეკუთვნოდა არც ადამიანს და არც მაიმუნს. ეს კბილი გადაშენებული ამერიკული ტახის – “Prodthennops”-ის ყოფილა! უილიამ გრეგორის სტატია ამ შეცდომის შესახებ გამოქვეყნდა ჟურნალ “Science"-ში სათაურით: “როგორც ირკვევა, არც Hesperopithecus არც მაიმუნია და არც ადამიანი”. 60 საბოლოოდ, ყველა ნახატი Hesperopithecus haroldcooki –ისა და მისი “ოჯახისა” გაქრა სამეცნიერო ლიტერატურიდან.

ოტა ბენგა: გალიაში გამომწყვდეული აფრიკის მკვიდრი

ota benga, ოტა ბენგა

იმ დღიდან, რაც დარვინმა თავის წიგნში - “ადამიანის წარმოშობა” გამოთქვა მოსაზრება ადამიანის მაიმუნისმაგვარი არსებიდან წარმოშობის შესახებ, დაიწყო ამ სცენარის უტყუარობის დამამტკიცებელი ნამარხების ძებნა. ბევრ ევოლუციონისტს სჯეროდა, რომ აღმოჩნდებოდა არა მარტო მაიმუნადამიანის ნამარხები, არამედ ცოცხალი არსებებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის “ცოცხალი გარდამავალი ფორმის” ძიებამ ცივილიზებული ადამიანებისთვის შეუფერებელი სახე მიიღო. ამ ველურობის ნათელი მაგალითია ამბავი აფრიკელი პიგმეის Ota Benga–სი, რომელიც 1904 წელს ევოლუციონიოსტმა მკვლევარმა სემუელ ვერნერმა კონგოში შეიპყრო. სახელი Ota Benga პიგმეების ენაზე “მეგობარს” ნიშნავს, მას ჰყავდა ცოლი და ორი შვილი. მას ბორკილები დაადეს, ჩასვეს გალიაში, როგორც რაღაც ცხოველი და ამერიკაში, წმინდა ლუისის სახელობის მსოფლიო გამოფენაზე გაგზავნეს. იქაური სწავლული-ევოლუციონისტები სხვადასხვა ჯიშის მაიმუნებთან ერთად გალიაში დამწყვდეულ პიგმეის ასაღებდნენ. როგორც ადამიანთან ყველაზე ახლოს მდგარი გარდამავალი ფორმის ნიმუშს.

ორი წლის მერე იგი ნიუ იორკის ბრონქსის ზოოპარკში გადაიყვანეს, სადაც შიმპანზესთან, გორილა Dinah–თან და ორანგუტანგ Dohung–თან ერთად ადამიანის უძველეს წინაპრად წარმოადგენდნენ. ზოოპარკის გამგე, ევოლუციონისტი, დოქტორი უილიამ ტ.ჰონედეი თავის გამოსვლებში ხშირად ლაპარაკობდა იმ პატივზე, რაც მის ზოოპარკს ხვდა წილად ესოდენ იშვიათი “გარდამავალი ფორმის” დასაკუთრებით. ზოოპარკის სტუმრები Ota Benga-ს ექცეოდნენ, როგორც ცხოველს. ბოლოს და ბოლოს, Ota Benga-მ ვერ აიტანა ამდენი სირცხვილი და დამცირება და თავი მოიკლა.

Pitdown, Nebraska და Ota Benga… ყველა ეს სკანდალური ამბავი ნათლად მეტყველებს, რომ ევოლუციონისტები, თავიანთი მიზნების მისაღწევად ნებისმიერი ცრუმეცნიერული მეთოდის გამოყენებას კადრულობენ, ხელმძღვანელობენ რა პრინციპით – “მიზანი ამართლებს საშუალებებს”.

თუ “ადამიანის ევოლუციის” ლეგენდის სხვა “მტკიცებულებებსაც” ამ კუთხით განვიხილავთ, დავრწმუნდებით, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი, შეთხზული ამბავი და არსებობს მთელი ლეგიონი მოხალისეებისა, რომელიც ამ თეორიის დასამტკიცებლად ყველაფერს იკადრებს.

literatura

56.Malcolm Muggeridge, The End of Christendom, Grand Rapids, Eerdmans, 1980, gv. 59

57.S.J. Gould, "Smith Wooderward's Folly", New York, 1992

58.Kenneth Oakley, William Le Gros Clark & J.S, "Pitdown", Meydan Larousse, tomi 10, gv.133

59. S.J. Gould, "Smith Wooderward's Folly", New York, 1992

60.W.K. Gregory "Hesperopithecus Apparently Not An Ape Nor A Man", Science, tomi 66, 1927 wlis dekemberi, gv. 579

გააზიარეთ
logo
logo
logo
logo
logo
ჩამოტვირთვები
  • ტერორიზმის ჭეშმარიტი იდეოლოგიური სარჩული: დარვინიზმი და მატერიალიზმი
  • ნაწილი პირველი დარვინიზმის უარყოფა რატომ ევოლუციის თეორია?
  • წინასწარ შექმნილი აზრისგან გათავისუფლება
  • თავი მეორე მოკლედ ევოლუციის თეორიის ისტორიაზე
  • თავი მესამე ევოლუციის უტოპიური მექანიზმები
  • თავი მეოთხე ნამარხი ცხოველები უარყოფენ ევოლუციის თეორიას
  • თავი მეხუთე ამოსვლა წყლიდან ხმელეთზე ევოლუციის თეორიის მიერ შეთხზული ზღაპარია
  • თავი მეექვსე ფრინველთა და ძუძუმწოვართა ფანტასტიკური ევოლუცია
  • თავი მეშვიდე ევოლუციონისტთა ყალბი კომენტარები ნამარხი ცხოველების კვლევის მონაცემებთა გარშემო
  • თავი მერვე ევოლუციის ფალსიფიკაციები
  • თავი მეცხრე ადამიანის ევოლუციის სცენარი
  • თავი მეათე ევოლუციის თეორიის მოლეკულური ჩიხი
  • თავი მეთერთმეტე შეიძლება დიადი ჩანაფიქრის შემთხვევითობით ახსნა?
  • თავი მეთორმეტე ევოლუციონისტთა მცდარი დასკვნები
  • თავი მეცამეტე ევოლუციის თეორია – მატერიალისტური აუცილებლობა
  • თავი მეთოთხმეტე მასობრივი ინფორმაციის საშუალებები: ევოლუციის თეორიის სასიცოცხლო სივრცე
  • თავი მეთხუთმეტე დასკვნა: ევოლუციის თეორია არის ფალსიფიკაცია
  • თავი მეთექვსმეტე დედამიწაზე სიცოცხლის შექმნის ჭეშმარიტება