ადამიანთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ევოლუციის თეორია, რომელიც პირველად მოყვარულმა ბუნებისმეტყველმა, ინგლისელმა ჩარლზ დარვინმა წამოაყენა, რეალურ მეცნიერულ მტკიცებულებებზე, გამოკვლევებსა და ექსპერიმენტებზეა დაფუძნებული. უნდა აღინიშნოს, რომ ჩარლზ დარვინი სულაც არ არის ამ თეორიის მამამთავარი. მეტიც! დღესდღეობით არ არსებობს ამ თეორიის პოსტულატების არც ერთი ღირებული მეცნიერული საბუთი! სწავლება დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციის შესახებ არის უძველესი მატერიალისტური, პრიმიტიული ფილოსოფიური წარმოდგენების ბუნების კანონებთან მისადაგების შედეგი.
სრულიად უსაფუძვლო, მხოლოდ მითური იდეის მიმართ ფანატიკური რწმენით შექმნილი თეორიის ასეთი გავრცელება და მთელს მსოფლიოში გაბატონება უამრავი უბედურების მიზეზად იქცა. აზროვნებაში დარვინიზმისა და მატერიალისტური მსოფლმხედველობის დანერგვამ ღვთიური შემოქმედების გვირგვინის – ადამიანის ამქვეყნად მოვლინების მნიშვნელობის დაკნინება გამოიწვია. თუ იქამდე მორწმუნე ადამიანები კითხვაზე, როგორ და რისთვის გაჩნდა ადამიანი დედამიწაზე და რა არის მისი მოვალეობა ღვთის წინაშე, ასე პასუხობდნენ – “ადამიანი ღვთის მიერაა შექმნილი და უნდა იცხოვროს ზნეობისა და სიყვარულის კანონებით, ისე, როგორც ღმერთი გვასწავლის”. ახლა უკვე ეს პასუხი სულ სხვანაირად ჟღერს – “ადამიანი შემთხვევით წარმოიშვა მაიმუნისგან ცოცხალი არსებების თანდათანობითი ევოლუციისა და არსებობისთვის პრძოლის პროცესში, სადაც გადარჩენა მხოლოდ შემგუებლობის უნარით დაჯილდოებულ სახეობებს უწერიათ”.
ჩვენი ცხოვრების უსასტიკესი კანონები მწარე საზღაურია კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი იდეოლოგიური ტყუილის დანერგვისთვის. დარვინიზმის “მეცნიერული” თეორია მშვენიერი იდეოლოგიური ნიადაგი აღმოჩნდა ნებისმიერი დიქტატორული წყობისთვის, იქნებოდა ეს ფაშიზმი, კომუნიზმი, რასიზმი, მაოიზმი თუ სხვა არაადამიანური რეჟიმი, დაფუძნებული არსებობისთვის ბრძოლისა და კონფლიქტების პრინციპზე.
ჩვენს ნაშრომში თავს ნებას მივცემთ გავაანალიზოთ დარვინიზმის თეორიის ზოგიერთი ფარული ასპექტი, მათი როლი კაცობრიობის ისტორიაში მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული დღემდე; ვაჩვენოთ, თუ როგორი “საზეიმო მარშით” გადაუარა დარვინიზმმა მთელს მსოფლიოს და როგორ შეამზადა ნოყიერი ნიადაგი სხვადასხვა უკუღმართი და უაზრო იდეოლოგიური სწავლების აღმოცენებისთვის; გამოვააშკარავოთ ფარული კავშირი დარვინიზმსა და ტერორიზმს – ჩვენი დროის უმძიმეს თავსატეხს შორის.
თავისი თეორიის ერთ-ერთი ძირითადი პოსტულატი დარვინმა გამოხატა შემდეგი ფორმულით:
“დედამიწაზე არსებული ორგანიზმების განვითარება გადარჩენისთვის ბრძოლასთან პირდაპირ კავშირშია. ამ განუწყვეტელ ბრძოლაში იმარჯვებს უძლიერესი, ხოლო სუსტი დასაღუპად და დასავიწყებლად არის განწირული”.
მისი სწავლების თანახმად, ბუნებაში მიმდინარეობს უსასტიკესი, განუწყვეტელი ბრძოლა არსებობისთვის. უფრო ძლიერი და შეგუების უნარით დაჯილდოებული ორგანული ნივთიერებები და ორგანიზმები ყოველთვის ჯაბნიან სუსტებს და სიცოცხლის შემდგომი განვითარება სწორედ ამით არის განპირობებული. დარვინმა ამ იდეას მიუძღვნა მთელი თავი თავისი წიგნისა “სახეობათა წარმოშობა”. ამ თავის სათაურია “ბუნებრივი შერჩევა, ანუ ყველაზე შემგუებელი სახეობების გადარჩენა”.
უფრო მეტიც, დარვინი ამტკიცებდა, რომ “გადარჩენისთვის ბრძოლის” იდეა ადამიანებისთვისაც არის გამოსადეგი. ამ გამაოგნებელი განცხადების თანახმად, ამ ბრძოლაში “პრივილეგირებული რასები” იმარჯვებენ. დარვინის აზრით, ამ “პრივილეგირებული რასის” წარმომადგენლები თეთრკანიანი ევროპელები არიან, ხოლო აფრიკული ან აზიური რასა ამ ბრძოლაში დამარცხებისთვის არიან განწირული. დარვინი ამით არ დაკმაყოფილდა და გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს რასები უახლოეს ხანში გადაშენდებიან:
“არცთუ ისე შორეულ მომავალში, რომელიც საუკუნეებით განიზომება, ცივილიზებული რასები უეჭველად გაანადგურებენ, შემდეგ კი მთლიანად მოსპობენ ველურებს მთელს მსოფლიოში. ამავდროულად, ანტროპომორფული მაიმუნიც (ანუ გარდამავალი სტადია მაიმუნიდან ადამიანისკენ) გაქრება. უფსკრული ადამიანსა და მის უახლოეს წინაპარს შორის სწრაფად გაღრმავდება და განსხვავება ცივილიზებულ ადამიანებსა და ველურებს შორის დაახლოებით ისეთი იქნება, როგორიც კავკასიელ ხალხებსა და გიბონებს შორის, მაშინ, როცა ახლა დაახლოებით ისეთია, როგორიც ზანგებსა ან ავსტრალიელ აბორიგენთა და გორილებს შორის”. 1
ინდოელი ანთროპოლოგი ლალიტა ვიდიარტი, რომელმაც დარვინიზმის ფარული ასპექტების შესწავლას დიდი დრო მოანდომა, გვიხსნის, თუ როგორ მოახვია თავს ევოლუციის დარვინისეულმა თეორიამ რასიზმის იდეები საზოგადოებრივ მეცნიერებებს:
“დარვინის ბუნებრივი გადარჩევის თეორია სწავლულ-საზოგადოებრივ მუშაკთა წრეში თბილად მიიღეს. მათ დაიჯერეს, რომ კაცობრიობამ თეთრი რასის ცივილიზაციის წყალობით განვითარების სხვადასხვა საფეხურს მიაღწია. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრისთვის რასიზმი, როგორც ფაქტი, დასავლელ მეცნიერთა უმრავლესობამ აღიარა” 2
თავისი თეორიის შემუშავებისას დარვინი იდეურ “შთაგონებას” იმდროინდელი ინტელიგენციის წრეებში ფრიად პოპულარული თომას მალთუსის წიგნის “ესე პოპულაციის პრინციპების შესახებ” ფურცლებზე პოულობდა. ამ ნაშრომში მალთუსმა მოიყვანა თავისი მათემატიკური გათვლები, რომლის არსიც იქამდე დადიოდა, რომ დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა ერთობ დიდია და საჭიროა მათი გამრავლების აღკვეთა. ეკონომისტის აზრით, ისეთი მასობრივი უბედურებები, როგორებიცაა ომები, შიმშილი და ეპიდემიები, მოსახლეობის რაოდენობის შემცირების აუცილებელი მექანიზმებია, რადგან ადამიანთა რაღაც ნაწილი უნდა ამოიხოცოს, რომ დანარჩენებს უკეთესი ცხოვრების საშუალება მიეცეთ. კაცობრიობის არსებობა მხოლოდ ამ “პერმანენტული ომით” არის შესაძლებელი.
როგორც აღვნიშნეთ, მალთუსის იდეები მეცხრამეტე საუკუნეში ფართოდ იყო გავრცელებული, განსაკუთრებით, ევროპის მაღალი საზოგადოების ინტელიგენციაში. აი, როგორ არის გადმოცემული მალთუსის თვალსაზრისი მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ცხოვრების ევროპულ ყაიდასთან მიმართებით სტატიაში: “ნაცისტების საიდუმლო გამოკვლევები”:
მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ევროპის მმართველი კლასების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ ახლადაღმოცენებული “მოსახლეობის პრობლემა” და შეემუშავებინათ ღარიბ-ღატაკთა შორის სიკვდილიანობის დონის ამაღლების მალთუსისეული რეკომენდაციის განხორციელების მეთოდები: “იმის მაგივრად, რომ ღარიბებს შორის სისუფთავე და სანიტარია დავნერგოთ, საჭიროა სრულიად საწინააღმდეგო ჩვევები გამოვუმუშავოთ. ჩვენს ქალაქებში ქუჩები კიდევ უფრო უნდა დავავიწროვოთ, სახლებში ხალხი კიდევ უფრო მჭიდროდ დავასახლოთ და ჭირის ეპიდემიის გავრცელებას ხელი შევუწყოთ. ქალაქების გარეუბნებში საჭიროა ვაშენოთ სოფლები დაგუბებულწყლიანი ადგილების სიახლოვეს და განსაკუთრებით ჭაობიან და ცხოვრებისთვის გამოუსადეგარ ადგილებში”... და ა.შ. 3
ამ დაუნდობელი პოლიტიკის შედეგად სუსტები, ანუ ისინი, რომლებიც გადარჩენისთვის ბრძოლის უკანა რიგებში არიან, განადგურდებოდნენ და მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა შენელდებოდა. ეს, ეგრეთწოდებული “ღარიბთა შევიწროების” პოლიტიკა, მეცხრამეტე საუკუნის ინგლისში პრაქტიკულად ხორციელდებოდა. მოსახლეობის უღარიბესი ფენებისთვის დაინერგა ისეთი ინდუსტრიული წესები, როცა 8-9 წლის ბავშვები იძულებულნი იყვნენ დღეში 6 საათი ემუშავათ ქვანახშირის მაღაროებში. ათასობით ბავშვი იხოცებოდა ამ გაუსაძლის პირობებში. მალთუსის მიერ მოგონილმა “გადარჩენისთვის გარდაუვალმა ბრძოლამ” მილიონობით ინგლისელს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია.
ამ იდეების გავლენით დარვინმა ჩამოაყალიბა პერმანენტული კონფლიქტის, როგორც გლობალური ბუნებრივი მოვლენის კონცეფცია. ამან საშუალება მისცა მას განეცხადებინა, რომ გადარჩენისთვის ბრძოლაში ყოველთვის იმარჯვებს უძლიერესი და შემგუებლობის ყველაზე დიდი უნარით გამორჩეული არსება, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მას აქვს არსებობის უფლება. ეს კანონი ხომ თვით ბუნებამ განაპირობა! მაგრამ დარვინის მთავარ მტრებად ზნეობრივი ღირებულებები და სულიერება, რწმენა და რელიგია მოგვევლინა, რამაც ზღვარი დაუდო მისი პირმშოს – “გადარჩენისთვის ბრძოლის” იდეის უზომო გავრცელებას. მაშინ გადმოსროლილ იქნა კიდევ ერთი “მეცნიერული” ლოზუნგი – დარვინმა ყველა განათლებულ ადამიანს მოუწოდა, უკუეგდო სულელური რელიგიური ნაბოდვარი ღმერთის მიერ სიცოცხლის შექმნის შესახებ და თანამედროვე “მეცნიერული” აღმოჩენებისთვის დაეჯერებინა.
ამ სიცრუით გაბერილი იდეების გავრცელების გამო, იდეებისა, რომლებმაც საზოგადოებრივ თუ პიროვნულ აზროვნებაში სისასტიკე და ძალადობა შეიტანა, იდეებისა, რომლებიც გადარჩენისთვის ბრძოლასა და სუსტების განადგურებას ბუნებრივ მოვლენად თვლიდა, კაცობრიობამ უკვე მეოცე საუკუნეში უზარმაზარი საზღაური გადაიხადა.
თუ მეცხრამეტე საუკუნეში დარვინიზმმა თეორიული საფუძველი შექმნა რასიზმის პოლიტიკის “გასამართლებლად”, მეოცე საუკუნეში ევოლუციის თეორიამ ნაციზმის იდეოლოგიის აღმოცენება უზრუნველყო. ნაციზმის იდეოლოგები სრულად და მთლიანად დარვინიზმის “მეცნიერულ კანონებს” ეყრდნობოდნენ. ადოლფ ჰიტლერისა და ალფრედ როზენბერგის საპროგრამო სტატიებში ძირითადად გამოყენებულია დარვინის ისეთი იდეები, როგორებიცაა “ბუნებრივი შერჩევა”, “ბუნების სელექცია” და “რასებს შორის გადარჩენისთვის ბრძოლა”, რომელთა შესახებ ხშირადაა ლაპარაკი წიგნში “ბუნებრივი შერჩევის შედეგად სახეობების წარმოშობა”. დარვინის იდეებით, მისი გადარჩენისა და ძლიერის გამარჯვების პრინციპებით გატაცება წითელ ზოლად გასდევს ჰიტლერის წიგნს “ჩემი ბრძოლა” (“Mein Kampf”). აი, კერძოდ, მისი აზრი რასობრივ ბრძოლაზე: “კაცობრიობის ისტორია განვითარების უმაღლეს წერტილს მიაღწევდა ახალ, უმაგალითოდ გაბრწყინებულ ათასწლოვან იმპერიაში, რომელიც თვით ბუნების მიერ ნაკარნახევ ახალ რასობრივ იერარქიაზე დაფუძნდება.”
1933 წელს ნიურნბერგში გამართულ ნაციონალურ-სოციალისტური პარტიის ყრილობაზე ჰიტლერმა ღიად განაცხადა:
“...უმაღლესმა არიულმა რასამ ყველა დაბალი რასა უნდა დაიმორჩილოს... ეს არის თვით ბუნების მიერ განპირობებული კანონი – ერთადერთი ლოგიკური კანონი სიცოცხლისა დედამიწაზე.” 4
ისტორიკოსი რ. ჰიკმანი ასე აღწერს დარვინიზმის გავლენას ფაშისტურ იდეოლოგიაზე:
“ჰიტლერი დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციის თეორიის თანმიმდევარი მომხრე და დაუცხრომელი მქადაგებელი იყო. თუ არ ჩავთვლით ფსიქიკურ გადახრებსა და კომპლექსებს, რაც მის წიგნში ცხადად ჩანს, “ჩემი ბრძოლა” – ეს არის ნათლად ჩამოყალიბებული აღიარება ევოლუციის თეორიისა. მასში განსაკუთრებით ხაზი ესმება თეზისს ბუნებრივი შერჩევის შესახებ, სუსტი რასების განადგურების აუცილებლობას ძლიერთა გადარჩენის მიზნით, რათა შერჩევის გზით უკეთესი საზოგადოება შეიქმნას.” 5
დარვინის იდეებით გაჟღენთილმა და მათმა მგზნებარე პროპაგანდისტმა ადოლფ ჰიტლერმა კაცობრიობა მიიყვანა კატასტროფამდე, რომლის მასშტაბები შემაძრწუნებელია. კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს ასეთი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა. ბევრი პოლიტიკური თუ ეთნიკური ჯგუფი, განსაკუთრებით ებრაელები, ჰიტლერულ “სელექციას” შეეწირნენ. ათასობით ადამიანი დაიხოცა საკონცენტრაციო ბანაკებში. მათ უმრავლესობას აუწერელ ტანჯვა-წამებაში ამოხდა სული. მეორე მსოფლიო ომმა, რომელიც ნაცისტური აგრესიის გამო დაიწყო, 55 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. და ცოტა თუ დაფიქრებულა იმაზე, რომ ამ უზარმაზარი ტრაგედიის მიზეზთა მიზეზი მოყვარული ინგლისელი ბუნებისმეტყველის – ჩარლზ დარვინის სიცრუით გაჯერებული აზრები იყო.
იმ დროს, როცა ფაშისტებმა სოციალური დარვინიზმის მარჯვენა ფრთა შეიგულეს, კომუნისტები მარცხენა ფლანგზე გამაგრდნენ.
კომუნისტები დარვინის თეორიის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მიმდევრები და დამცველები იყვნენ. კომუნიზმისა და დარვინიზმის ურთიერთობა ამ ორი სწავლების ფუძემდებელთა ნაცნობობით დაიწყო. კომუნიზმის ფუძემდებლები კარლ მარქსი და ფრიდრიჰ ენგელსი, წაიკითხეს რა “სახეობათა წარმოქმნის” პირველი გამოცემა, აღფრთოვანდნენ და განცვიფრდნენ იმით, თუ რა მჭიდრო კავშირში იყო ევოლუციის თეორია “დიალექტიკურ მატერიალიზმთან”. მარქსსა და ენგელსს შორის მიწერ-მოწერა ადასტურებს, როგორ ერთსულოვნად დაუჭირეს მათ მხარი დარვინის სწავლებას, რომელშიც “კომუნიზმისთვის ბუნებისმეტყველების საფუძვლები” იყო მოცემული. კარლ მარქსმა დარვინს თავისი “კაპიტალის” პირველი გერმანული გამოცემა მიუძღვნა და გარეკანზე წააწერა – “ჩარლზ დარვინს მგზნებარე თაყვანისმცემლისგან”. ფრიდრიჰ ენგელსმაც თავის წიგნში – “ბუნების დიალექტიკა”, სადაც უეჭველად იგრძნობა “სახეობათა წარმოქმნის” გავლენა, უმაღლესი შეფასება მისცა დარვინის თეორიას და შეეცადა, თავის წვლილი შეეტანა მის განვითარებაში, მიუძღვნა რა ამ თემას მთელი თავი ნაშრომში – “შრომის როლი მაიმუნის ადამიანად ქცევის პროცესში”.
მარქსისა და ენგელსის მიმდევრები რუსეთში – პლეხანოვი, ლენინი, ტროცკი და სტალინი ერთსულოვნად იზიარებდნენ დარვინის ევოლუციის თეორიას. პლეხანოვი, რომელიც რუსული კომუნიზმის ერთ-ერთ მამამთავრად ითვლება, მარქსიზმს განიხილავდა, როგორც “დარვინიზმს სოციალურ მეცნიერებებთან მიმართებაში.” 6
ლევ ტროცკი წერს – “დარვინის აღმოჩენა დიალექტიკის უდიდესი გამარჯვებაა ორგანული მატერიის სფეროში”. 7
დარვინისეული განათლება უდიდეს როლს თამაშობდა კომუნისტური კადრების ფორმირებაში. ასე მაგალითად, ისტორიკოსებმა ერთ ღირსშესანიშნავ ფაქტს მიაქციეს ყურადღება – სიყმაწვილეში სტალინი ფრიად რელიგიურად განწყობილი ადამიანი იყო, მაგრამ დარვინის თეორიის ზეგავლენით იგი ჩამოცილდა რელიგიას და შეურიგებელ ათეისტად გადაიქცა”. 8
მაო ძე დუნი, ვინც ჩინეთში კომუნისტური მმართველობა შემოიღო, და მილიონობით თანამოქალაქე გაწყვიტა, ღიად ამტკიცებდა, რომ “ჩინური სოციალიზმი დარვინის იდეებსა და მის ევოლუციის თეორიას ეყრდნობა”. 9
ისტორიკოსმა ჰარვარდის უნივერსიტეტიდან, ჯეიმს რივ პუსეიმ თავის წიგნში “ჩინეთი და ჩარლზ დარვინი” საფუძვლიანად განიხილა დარვინიზმის გავლენა ჩინური კომუნიზმის ჩამოყალიბებასა და მაო ძე დუნის პოლიტიკაზე. 10
მისი დასკვნით “ევოლუციის თეორიასა და კომუნიზმს შორის ურღვევი კავშირი არსებობს. ამ თეორიის მიხედვით, სიცოცხლე დედამიწაზე შემთხვევისა თუ ბუნების წყალობით აღმოცენდა და ყველა ათეისტურ მოძღვრებას “მეცნიერული” საფუძველი შეუქმნა, რაც აქამდე მათ სუსტ წერტილად ითვლებოდა. კომუნიზმი – ათეისტური ფილოსოფიაა. სწორედ აქ არის ჩადებული კომუნიზმისა და დარვინიზმის ურღვევი კავშირის პირობა. გარდა ამისა, ევოლუციის თეორია ამტკიცებს, რომ პროგრესისა და ბუნებაში სიცოცხლის განვითარების ერთადერთი მამოძრავებელი ძალა არის პერმანენტული კონფლიქტი და ბრძოლა (სხვა სიტყვებით – “ბრძოლა გადარჩენისთვის”) და ამით მხარს უმაგრებს კომუნისტური მეცნიერების ფუნდამენტურ პრინციპს – “დიალექტიკას”.
თუ დავფიქრდებით იმაზე, რომ მეოცე ასწლეულში დიალექტიკური კონფლიქტის კომუნისტურ კონცეფციას 120 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იქნებ უფრო ნათლად გავიაზროთ, რამდენი უბედურება მოუტანა დარვინიზმმა კაცობრიობას.
როგორც ნათლად დავინახეთ, დარვინიზმი თანამედროვეობის ყველაზე გაუკუღმართებული და სასტიკი იდეოლოგიების “მეცნიერულ” საფუძველი გახდა და აურაცხელი უბედურება მოუტანა კაცობრიობას მეოცე საუკუნეში. თუმცა დარვინიზმს, ისევე როგორც ზემოთაღნიშნულ იდეოლოგიებს, აქვს თავისი “ეთიკური ნორმები” და “მეთოდები”, რომელთა საშუალებით იგი ზეგავლენას ახდენს სხვაგვარად მოაზროვნეებზე და ებრძვის მათ, ვინც უარყოფს ევოლუციის თეორიის “მეცნიერულ” მტკიცებულებებს. ამ “ეთიკისა” და “მეთოდების” ძირითადი პრინციპის თანახმად უნდა “ებრძოლო მათ, ვინც ჩვენთან არ არის”.
ამ “ეთიკური ნორმის” ახსნა ცოტა სხვანაირადაც შეიძლება: მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა თვალსაზრისი, რელიგიური თუ ფილოსოფიური მიმდინარეობა. ამა თუ იმ მიმდინარეობის წარმომადგენლები ერთმანეთს შეიძლება ეპყრობოდნენ ორნაირად:
სიმხეცე, რასაც ჩვენ ტერორიზმს ვუწოდებთ, სხვა არაფერია, თუ არა მეორე მეთოდის ცხოვრებაში გატარება.
დარვინის იდეებმა სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი ადამიანის აზროვნებაში. კაცობრიობის ისტორია მეოცე საუკუნეში სავსეა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან უგუნური და დაუნდობელი ბრძოლის მაგალითებით. ცალკეული ინდივიდებსა და ადამიანთა ჯგუფებს, რომელთაც ცხოვრებისეულ მიზნად დაუნდობლობა და ტერორი აირჩიეს, შეიძლება ყურიც არ ჰქონდეთ მოკრული დარვინიზმსა და მის იდეოლოგიურ პრინციპებზე, მაგრამ ნებით თუ უნებლიეთ, ისინი იზიარებენ თვალსაზრისს, რომლის ფესვები დარვინიზმის საფუძველშია გადგმული. ისინი იძულებულნი არიან, დაუჯერონ დარვინიზმის ლოზუნგებს: “ამქვეყნად იმარჯვებს უძლიერესი!”, “დიდი თევზი ყლაპავს პატარას!”, “ომი სიქველეა!” და “ბრძოლა პროგრესის საფუძველია!” მოაცილეთ ამას დარვინიზმი და ხელში ცარიელი ლოზუნგები შეგრჩებათ.
მართლაც, საკმარისია დარვინიზმი უკუვაგდოთ და ბრძოლის ფილოსოფიის ნატამალიც აღარ დარჩება. სამი უდიდესი რელიგია – ისლამი, ქრისტიანობა და იუდაიზმი, რომელთა მიმდევრები კაცობრიობის უმეტეს ნაწილს შეადგენენ, მსოფლიოში ძალადობის წინააღმდეგ გამოდის, ადამიანებს მოუწოდებს შემწყნარებლური და მშვიდობიანი თანაარსებობისკენ, კატეგორიულად გმობს უდანაშაულო ადამიანთა მიმართ ძალადობას და სისასტიკეს, მკვლელობას და დაუნდობლობას. სისასტიკე და ძალადობა კლავს იმ სიკეთეს და მაღალ ზნეობას, რაც ადამიანებისთვის ღვთის სიტყვას მოაქვს. ამავდროულად, დარვინიზმი კონფლიქტს განიხილავს, როგორც პროგრესის ბუნებრივ მამოძრავებელ ძალას, ხოლო ძალადობას – დედამიწაზე წონასწორობის შენარჩუნების მიზნით გამართლებულ მეთოდს, რომელსაც არსებობის სრული უფლება აქვს!
ტერორისტებს, რომლებიც ყოველდღიურად არაერთ საზარელ დანაშაულს სჩადიან, მიუხედავად იმისა, რომ ისლამის, ქრისტიანობისა თუ იუდაიზმის სიმბოლოებს ეფარებიან, რელიგიასთან არაფერი ესაქმებათ. არც ერთი ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი, რომელ სარწმუნოებასაც უნდა მიეკუთვნებოდეს, არ დაიდებს უმძიმეს ცოდვას ამქვეყნად – არ მოკლავს უდანაშაულოს! ტერორისტები არიან არაკაცები, რომლებიც რწმენის სიწმინდეებს ეფარებიან. აი, სად იმალება შემთხვევითობის თეორიის ნაყოფი! ტერორისტებს შეუძლიათ ამტკიცონ, რომ თავიანთ არაადამიანურ ქმედებებს სარწმუნოების სისუფთავის დაცვის მიზნით სჩადიან, მაგრამ სინამდვილეში ისინი ათეისტები არიან, რომლებიც ცდილობენ, ჭეშმარიტი რწმენის ღირებულებებს საფუძველი გამოაცალონ და ადამიანებს დარვინიზმის იდეები შთაუნერგონ. ტერორიზმის – მეოცე საუკუნის ამ შავი ჭირის ფესვები სწორედ მებრძოლ ათეიზმში დევს და რელიგიასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ათეიზმის სინონიმები კი “დარვინიზმი” და მატერიალიზმია”.
ზოგი ადამიანი ამტკიცებს, ისლამის სადიდებლად ვმოქმედებთო ისე, რომ არც იციან, რა არის ისლამი. არ შეიძლება ისლამზე მსჯელობა ამა თუ იმ ადამიანის საქციელის მიხედვით, ვინც თავს მაჰმადიანს უწოდებს. არის მხოლოდ ერთი წყარო, რომელიც ჭეშმარიტ წარმოდგენას გვაძლევს ისლამის რაობაზე. ეს არის წმინდა ყურანი – ღვთიური გამოცხადება, რომელიც კაცობრიობას 14 საუკუნის წინ მოემადლა.
დასავლეთში გავრცელებული შეხედულებები ხშირად არ შეესაბამება ჭეშმარიტ ისლამს, უმაღლეს ზნეობას, რომელიც წმინდა ყურანშია გაცხადებული. ყურანი ადიდებს ჭეშმარიტ ადამიანურ სიქველეს – მაღალ ზნეობას, სიყვარულს, თანაგრძნობას, გულმოწყალებას, თავმდაბლობას, მოყვასისთვის თავგანწირვასა და შემწყნარებლობას. ყურანის წესების მიხედვით მცხოვრებ მაჰმადიანს შეუძლია იქცეს მაგალითად სიქველისა და შემწყნარებლობისა, გახდეს მაღალზნეობრივი პიროვნება. ის მის გარშემო ადამიანებს ჩუქნის მშვიდობას, სიყვარულს, პატივისცემას და სიცოცხლის ნათელ სიხარულს.
არაბულ ენაზე სიტყვა “ისლამი” “მშვიდობას” ნიშნავს. ისლამი – ეს არის რელიგია, რომელიც მოწოდებულია მოუტანოს კაცობრიობას სიცოცხლე, სავსე კაცთმოყვარეობით, მშვიდობითა და კეთილდღეობით. მაღალი ღმერთი თავის წმინდა გზავნილში – ყურანში, საუკეთესო ადამიანურ თვისებებს აღვიძებს – გულმოწყალებას, შემწყნარებლობას და თანაგრძნობას, მოუწოდებს ადამიანებს, იცხოვრონ მშვიდობიანად და თანხმობით.
“ჰოი თქვენ, რომელთაც იწამეთ! შედით ერთიანად მორჩილებაში და ნუ გაჰყვებით შაითანის კვალს,- ისაა თქვენი მტერი აშკარა.” (სურა “ძროხა”, აიათი 208)
ყურანი გვასწავლის, რომ ადამიანები კეთილდღეობას მხოლოდ მაშინ ჰპოვებენ, როცა მთელი სულით და გულით გაიზიარებენ ისლამს და ღვთის მიერ დაწესებული ზნეობრივი წესით იცხოვრებენ.
მაღალმა ღმერთმა დაარიგა ადამიანები, შორს ეჭიროთ თავი ბოროტებისგან, აუკრძალა მოყვასის მიმართ ეჭვიანობა და უნდობლობა, დაგმო უზნეობა, სისასტიკე, აგრესია და სისხლისღვრა. ყოველი ჩვენგანი, ვინც ამ წესებს გადადის, დანაშაულს სჩადის ღვთის წინაშე და სატანას ემსახურება, რასაც ყურანის სტრიქონები გვიდასტურებს. წმინდა ყურანში ღმერთი არაერთხელ ახსენებს ადამიანებს, არ შეეწინააღმდეგონ მის ნებას და არ აყვნენ ბოროტების ცდუნებას. მაგალითისთვის, ყურანის ორი აიათი მოვიყვანოთ:
“ხოლო იმათ, რომელნიც ჯერ დადებენ, მერე გატეხენ ალაჰის აღთქმას, და არღვევენ იმას, რაზეც შეერთდესო, ალაჰმა ბრძანა, და უკეთურებას თესენ მიწაზე, - წყევლა იმათ, და ბოროტი სამკვიდრებელი იმათ!” (სურა “ქუხილი”, აიათი 25)
“და ეძიებდე საიქიო სამყოფელს იმაში, რაც შენთვის ალაჰს უბოძებია, და ამქვეყნად შენი ხვედრიც არ დაივიწყო, და კეთილი ჰქმენ, როგორც შენთვის ალაჰს კეთილი უქმნია, და უკეთურებას ნუ ესწრაფვი ამ მიწაზე, რადგან არ უყვარს ალაჰს უკეთურნი!” (სურა “მონათხრობი”, აიათი 77)
მაღალმა ღმერთმა აკრძალა ყველაფერი, რასაც შეუძლია, ადამიანებს ზიანი მიაყენოს. ტერორიზმი და ძალადობა ღვთის წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაულია. ჭეშმარიტ მაჰმადიანს ამქვეყნად თანხმობა მოაქვს და სამყაროს სრულყოფისთვის არის მოწოდებული.
ისლამი არის რელიგია, რომელიც იცავს ადამიანის სიცოცხლის, სიტყვისა და სარწმუნოების თავისუფლებას. იგი გმობს ნებისმიერ კონფლიქტებსა და დაპირისპირებას, არ უშვებს ადამიანებისგან ერთმანეთისადმი უღირსობის, სულმოკლეობისა და ცილისწამების მცირეოდენ გამოვლინებასაც კი.
ისლამი არა მარტო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტერორსა და ძალადობას, არამედ უარყოფითად ეკიდება ერთი ადამიანის მიერ მეორის დაჩაგვრის ან აზრის ძალათ თავზე მოხვევის ნებისმიერ შემთხვევას.
“არაა რწმენაში ძალდატანება არავითარი, გზა გარჩეულია სიცრუის გზისგან, და ვისაც კერპები არა სწამს და სწამს ალაჰი, ისეთ მაგარ ხელჩასაჭიდსაა ჩაკიდებული, რომელიც არასოდეს გაწყდება. ხოლო ალაჰი ყოვლისგამგონე და ყოვლისმცოდნეა.” (სურა “ძროხა”, აიათი 256)
“და შეაგონე! შენ ხარ მხოლოდ შემგონებელი, არა ხარ მათი მბრძანებელი.” (სურა “დამფარველები”, აიათი 21-22)
რწმენის დაძალება ისლამის პრინციპებს ეწინააღმდეგება, რადგან ჭეშმარიტი რწმენა მხოლოდ ადამიანის კეთილ ნებასა და სინდისის ძახილს უნდა ემორჩილებოდეს. რა თქმა უნდა, მაჰმადიანებს შეუძლიათ, ერთმანეთი წააქეზონ ყურანით გათვალისწინებული ზნეობრივი საქციელისთვის, მაგრამ არასდროს უნდა მოახვიონ თავს სხვებს თავისი რწმენა. ყოველ ადამიანს აქვს უფლება აირჩიოს, იცხოვროს ღვთიური სიტყვის თანახმად, თუ სხვა ცხოვრებისეულ გზაზე იაროს.
მაგალითისთვის, წარმოვიდგინოთ სხვა სამყარო, სადაც ადამიანებს რელიგიური ზნეობის წესებით ცხოვრებას აიძულებენ. საზოგადოების ასეთი მოდელი კიდევ უფრო მიუღებელია ისლამისთვის, რადგან ღვთის რწმენა და თაყვანისცემა მხოლოდ მაშინ არის ჭეშმარიტი, როცა ის გულწრფელია. ისლამისთვის მიუღებელია შიშის გამო რწმენა. ჭეშმარიტი ისლამი არსებობს მხოლოდ იქ, სადაც სიტყვისა და სინდიდსის თავისუფლებაა. მხოლოდ ასეთი სისტემა შეეფერება შემოქმედს.
ყურანის თანახმად, უდანაშაულო ადამიანის მოკვლა ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვაა:
“და ამის გამო დავუწერეთ ისრაელის ძეთ, რომ ვინც მოკლას კაცი არა კაცისა წილ, ან არა უკეთურებისა წილ ამ მიწაზე, თითქოს მოეკლას ხალხი ერთიანად მას, ხოლო ვინც გააცოცხლოს ის, თითქოს გაეცოცხლებინოს ხალხი ერთიანად მას და მოსულან მათთან ჩვენი მოციქულები ცხადი დამოწმებით, მერე კი მრავალი მათგანი ზღვარგადასული იყო ამ მიწაზე.” (სურა “ტრაპეზი”, აიათი 32)
“იმ დღეს, როცა ცა გაიპობა ღრუბლებიანად, და მოვლენილი იქნებიან ანგელოზები ზემოვლინებით, მეუფება ჭეშმარიტი იმ დღეს ექნება მოწყალეს, და მძიმე ექნებათ ის დღე ურწმუნოებს.” (სურა “გარჩევა”, აიათი 25-26)
წმინდა წერილში წერია, რომ მას, ვინც უდანაშაულო ხალხს ხოცავს, სასტიკი სასჯელი ელის. ერთი ადამიანის მოკვლა არანაკლებ მძიმე ცოდვაა, ვიდრე მთელი კაცობრიობის მოსპობა. ჭეშმარიტი მაჰმადიანი არასდროს დაუშავებს რამეს თავის მოყვასს. მათ კი, ვინც იმედოვნებს ისლამის მსახურების მიზეზით თავი დაიძვრინოს სასჯელისგან, ღვთის დიადი რისხვა ელით! ყოველი ჩვენგანი სიკვდილის მერე პასუხს აგებს მაღალი ღმერთის წინაშე.
მაღალი ღმერთი მოუწოდებს მორწმუნეებს, იყვნენ თანამგრძნობნი და გულმოწყალენი
ამ აიათში ჭეშმარიტი მაჰმადიანის ზნეობრივი სახე ასეა აღწერილი:
“მერე იქნება ის იმათგანი, რომელთაც ირწმუნეს და მოთმინება შეაგონეს ერთმანეთს, და მოწყალება შეაგონეს ერთმანეთს. ესენი არიან მარჯვენა მხარის მფლობელნი. (სურა “ქალაქი”, აიათი 17-18)
“ერთმანეთის წაქეზება კეთილი საქციელისთვის” მაღალი ღმერთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძანებაა. ღვთის მადლი არ მოაკლდება მას, ვინც გულმოწყალეა მოყვასის მიმართ.
ისლამი, როგორც ეს ყურანიდანაც ჩანს თანამედროვე, განათლებული და პროგრესული რელიგიაა. ჭეშმარიტი მაჰმადიანი, უპირველეს ყოვლისა, აქტიურად მონაწილეობს თავისი ქვეყნის ცხოვრებაში, შემწყნარებელია ადამიანების მიმართ, განათლებულია, პატიოსანი და გულმოწყალე.
განათლებულ, ყურანის ფასეულობებზე აღზრდილ მაჰმადიანს საზოგადოებისთვის მხოლოდ სიკეთე მოაქვს. ის პატივისცემით ეკიდება ნებისმიერ, თუნდაც მისი მსოფლმხედველობიდან სრულიად განსხვავებულ აზრს, ხელოვნების დამფასებელია და იცავს ზრდილობის წესებს. ნებისმიერ დაძაბულ ვითარებაში იგი მშვიდობისმყოფელის როლში გვევლინება. აბა დავფიქრდეთ, ყოველ მაჰმადიანს რომ შეეძლოს, თავის სულში ჩაიხედოს და დაინახოს, რომ ყველა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს, საზოგადოება, რომელშიც ის იცხოვრებს, მსოფლიოში ყველაზე მაღალგანვითარებული, მშვიდობიანი, აყვავებული და ყოველგვარი სიკეთით სავსე გახდება.
სურა ალ არაფის 199-ე აიათში ღმერთი მოგვიწოდებს:
“იყავ შემნდობი და სიკეთე შეაგონე, და ერიდე უგუნურთ.”
ყურანი მოითხოვს შენდობასა და შემწყნარებლობას, თანახმად ისლამის ერთ-ერთი მთავარი მცნებისა.
ისლამის ისტორია ადასტურებს, რომ ყოველ დროში მაჰმადიანები ღმერთის ამ მცნებას მიჰყვებოდნენ და ცდილობდნენ, ის საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაენერგათ. იქ, სადაც ისლამი იყო გაბატონებული, სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანები მშვიდობიანად და ურთიერთპატივისცემის ვითარებაში ცხოვრობდნენ. მათ ყველა საშუალება ეძლეოდათ, შეენარჩუნებინათ რელიგიური, ენობრივი თუ ეთნიკური თვითმყოფადობა. ასეთი მშვიდობიანი თანაარსებობის მაგალითია ოსმანთა იმპერია. იმპერიის შვიდასწლიანი ბატონობა მცირე აზიისა და ახლო აღმოსავლეთის უმეტეს ნაწილში, ისევე, როგორც ევროპის ქვეყნებში, შესაძლებელი გახდა მხოლოდ ამ იმპერიაში შემავალი ყველა ხალხისადმი პატივისცემისა და შემწყნარებლობის წყალობით. მაჰმადიანებს ადამიანებისთვის მოჰქონდათ მშვიდობა და სიკეთე, შემწყნარებლობა და თანაგრძნობა.
სწორედ იმ შემწყნარებლობას, რომელსაც ყურანი გვასწავლის, შეუძლია მოუტანოს მთელს მსოფლიოს მშვიდობა და კეთილდღეობა. ყურანში შემწყნარებლობისადმი ასეთი მოწოდება ისმის:
“არ ეტოლება კეთილი და ცუდი ერთმანეთს, ცუდი იმით მოიშორე, რაც უკეთესია. და მაშინ ის შენსა და რომელს შორის მტრობაცაა, ისეთი იქნება, როგორც გულითადი მეგობარი.” (სურა “ალ ფუსილათი” აიათი 34)
ყოველივე ზემოთქმულიდან ცხადია, რომ საფუძველი ზნეობისა, რომელსაც ისლამი გვიქადაგებს, არის მშვიდობა, აყვავება და სამართლიანობა. ბარბაროსობას, რომელსაც დღესდღეობით “ისლამურ ტერორიზმს” უწოდებენ, არც ისლამთან და არც ყურანთან არაფერი აკავშირებს. ეს არის იმ პირსისხლიანი ბოროტმოქმედების გამონაგონი, რომლებიც რელიგიით ინიღბებიან და მის უსუფთავეს ზნეობას ბილწავენ. ჩვენი ვალია, დავსაჯოთ დამნაშავენი, რომლებიც შუღლს თესავენ მორწმუნეთა და ისლამის დროშას ამოფარებულ არაკაცებს შორის, რომლებმაც დედამიწაზე უდანაშაულო ადამიანთა სისხლის ზღვა დააყენეს.
ისლამს და ზნეობის იმ წესებს, რომლებსაც ყურანი გვასწავლის, არ შეუძლია, ადამიანები ტერორისა და ძალადობისკენ მიმართოს. პირიქით, მოგვიწოდებს, გავუფრთხილდეთ და დავიცვათ კაცობრიობა ამ საშინელი ბოროტებისგან.
1. Carlz darvini, “bunebrivi SerCevis gziT saxeobebis warmoqmnis Sesaxeb”.
2. Lalita Prazad Vidiardi, “rasizm, Sciense and Pseudo-science”. Unesco, Franse, vendome, 1983, p.59
3. Theodor d. Hall, The Scientific Dfkground jf the Nazi Race Purification Program,
4. L. H. Gann, “Adolf Hitler, The Complete Totalitarian”, “The intercollegiale Review”, Fall 1985, p.24
5. Hickman R., Boicreation, Science Press, Worthington, OH, pp. 51-52, 1983, Jerry Bergman, “Darwinizm and the Nazi” Race Holocaust, “Creation Ex Nihilio Technical Journal” 13(2): 101-111, 1999
6. Robert M. Young, “Darwinian Evolution and Human History”, “Historical Studies on Sciens and Belief”, 1980
7. Alan Woods and Ted Grant, “Reason in Revolt: Marxizm and Modern Science”, London, 1983
8. Alex de Jorge, “Stalin and The Shaping of the Soviet Union”, William Collins Sons and Limited Co. Glazgow, 1987, p.22
9. K. Mehnert, “Kampf un Mao’s Erbe”, Deutsche Verlags – Abstalt, 1997
10. James Reeve Ruswy, “China and Charles Darwin”, Cambridge, Massachusetts, 1983