ამ წიგნში მოყვანილი მონაცემები გვაჩვენებს, თუ რა უსაფუძვლოა ევოლუციის თეორია და როგორ ეწინააღმდეგება მისი დებულებები მეცნიერულ აღმოჩენებს. ძალა, რომელიც ევოლუციას ასულდგმულებს, მეცნიერება არ გახლავთ. იქნებ, ზოგიერთი “მეცნიერი” დღესაც უჭერდეს მხარს ევოლუციას, მაგრამ ამ მხარდაჭერას სხვა ფაქტორი უდევს საფუძვლად. ეს ფაქტორი არის მატერიალისტური ფილოსოფია. მატერიალისტური ფილოსოფია ერთ-ერთი უძველესი იდეოლოგიაა კაცობრიობის ისტორიაში, რომლის საძირკველია მატერია, როგორც აბსოლუტური ყოფიერება. ამ იდეოლოგიის თანახმად, მატერია მუდმივია და ყველაფერი, რაც გარსვ გვახვევია, მატერიაა. რაღა თქმა უნდა, ასეთი განსაზღვრა შემოქმედისადმი რწმენას გამორიცხავს, რადგან თუ მატერია ყოველთვის არსებობდა, ან ყველაფერი მხოლოდ მატერიისგან შედგება, არ შეიძლება არსებობდეს სრულყოფილი ძალაც, რომელმაც იგი არაფრისგან შექმნა. ამ ლოგიკის შედეგად, უძველესი დროიდან მოყოლებული, მატერიალიზმი ღვთის რწმენის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ ილაშქრებს.
მაგრამ, რამდენად სწორია მატერიალიზმი? რომელიმე ფილოსოფიის ჭეშმარიტობის ან მცდარობის დასადგენად, ამ ფილოსოფიის მეცნიერული დასაბუთებაა აუცილებელი. მაგალითად, მეათე საუკუნეში რომელიმე ფილოსოფოსს შეეძლო ეთქვა, რომ მთვარეზე ხარობს წმინდა ხე, რომელსაც ხილის ნაცვლად ცოცხალი ორგანიზმები ასხია და იქიდან ეცემიან დედამიწაზე. შესაძლოა, ზოგიერთს ეს ფილოსოფია მოეწონოს, ან მიმზიდველი ეჩვენოს, მაგრამ მეოცე საუკუნის, ანუ მთვარეზე ადამიანის დაჯდომის მერე ეს ფილოსოფია ყოველგვარ საფუძველს კარგავს, რადგან ასეთი ხის არარსებობა უკვე დაკვირვებითა და ცდებით არის შესაძლებელი. ანალოგიურად შეიძლება მატერიალისტური მსოფლმხედველობის შეცნობაც. არსებობდა თუ არა მატერია ყოველთვის, შეეძლო თუ არა მოეწესრიგებინა საკუთარი არსებობა შემოქმედის გარეშე, შეეძლო თუ არა შეექმნა ცოცხალი ორგანიზმი? ყოველივე ამის გამოკვლევა შესაძლებელია. რის შემდეგაც დავრწმუნდებით, რომ მატერიალიზმმა კრახი განიცადა. თუნდაც იმიტომ, რომ მატერიის მუდმივობის აზრი Big Bang–ის, ანუ დიდი აფეთქების თეორიამ გააბათილა. “ევოლუციის თეორიად” წოდებულმა მოძღვრებამ მატერიის თვითორგანიზაციისა და ცოცხალი ორგანიზმების წარმოქმნის უნარის შესახებ, როგორც დავრწმუნდით, აგრეთვე კრახი განიცადა.
თუმცა, თუ ადამიანს ამქვეყნად არაფერი სწამს მატერიალიზმის გარდა და პირველ ადგილზე მატერიალისტური ფილოსოფიისადმი ერთგულებას აყენებს, ის სხვანაირად იქცევა. თუ ის “უპირველეს ყოვლისა მატერიალისტია და მხოლოდ მერეა მეცნიერი”, მატერიალიზმს ვერ შეელევა, თუნდაც მეცნიერებამ ევოლუციის თეორია ძირფესვიანად მოთხაროს.
პირიქით, ის შეეცდება გადაარჩინოს მატერიალიზმი. დღესდღეობით ევოლუციის თეორიის მიმდევართა მდგომარეობა სწორედ ასეთია.
უცნაურია, რომ ზოგიერთი მათგანი ამ გარემოებას თავისი პირით აღიარებს. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი გენეტიკოსი, ევოლუციონისტი რიჩარდ ლევონტინი აღიარებს, რომ ის “უპირველეს ყოვლისა მატერიალისტია და მხოლოდ მერეა მეცნიერი”:
“ჩვენ მატერიალიზმისა გვწამს. ეს არის აპრიორი - წინასწარ აღიარებული და მიღებული რწმენა. მეცნიერული მეთოდევი და წესები როდი გვაიძულებს ჩვენ სამყაროს მატერიალისტურ ახსნას. პირიქით, “აპრიორისადმი” ერთგულების გამო ჩვენ ვიგონებთ გამოკვლევის მეცნიერულ მეთოდებსა და ცნებებს სამყაროს მატერიალისტური თვალსაზრისით ახსნის მიზნით. მატერიალიზმი – ეს არის სრულყოფილი ჭეშმარიტება და ჩვენ არ შეგვიძლია რომელიმე ღვთიური ახსნა დავუშვათ.” 147
ტერმინ “აპრიორი”-ს, რომელსაც ლევონტინი იყენებს, საკმაოდ მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ეს ფილოსოფიური ცნება გულისხმობს ჰიპოთეზას, რომელიც მეცნიერულ ცდას არ ეყრდნობა და უშვებს რომელიმე აზრის სისწორეს მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მისი უტყუარობის დამადასტურებელი საბუთი. მატერიალიზმს მატერიალისტები “აპრიორი” აღიარებენ და ცდილობენმეცნიერება ამ პრინციპს დაუქვემდებარონ, რაც ასე გულახდილად აღიარა ევოლუციონისტმა ლევინტინმა. იმის გამო, რომ მატერიალიზმი მათ აიძულებს ღმერთის არსებობა უარყონ, რჩება ერთადერთი ალტერნატივა – ევოლუციის თეორიას ამოფარება. და რამდენჯერაც უნდა გაცამტვერდეს ეს თეორია მეცნიერული ფაქტებით, ამას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ზემოთხსენებულმა მეცნიერებმა ის ერთადერთ ჭეშმარიტებად აღიარეს.
ეს წინასწარ აკვიატებული აზრი აიძულებს ევოლუციონისტებს ირწმუნონ, რომ “უგონო მატერია თავის თავს აწესრიგებს”, რაც არა მარტო მეცნიერებას, ლოგიკასაც ეწინააღმდეგება.
აი, როგორ ხსნის ევოლუციონისტების ამ რწმენას მატერიალისტური დოგმების მიმართ ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი, ქიმიკოსი, დნმ-ის სპეციალისტი რობერტ შაპირო:
“ჩვენ გვჭირდება ევოლუციური პირველმიზეზი, რომელიც უმარტივესი ქიმიური ნაერთებიდან აქტიურ რეპლიკატორებზე (დნმ, რნმ) გადაგვრთავდა. ეს პირველმიზეზი “ქიმიურ ევოლუციად”, ან “მატერიის თვითორგანიზებად” იწოდება. თუმცა მისი არსებობა არასდროს არავის აღუწერია და უჩვენებია. ამ პრინციპის რწმენა დიალექტიკური მატერიალიზმისადმი ერთგულებიდან გამომდინარეობს.” 148
ხოლო ცნობილი ბიოლოგი ჰუბერტ ჯოკეი ამ ჭეშმარიტებას ასე განმარტავს:
“დიალექტიკური მატერიალიზმის სრულყოფილი და ყოვლისმომცველი მოძღვრება სიცოცხლის წარმოშობის სცენარში დიდ როლს თამაშობს... სიცოცხლის როგორღაც ჩასახვის აუცილებლობას... დღესაც იცავენ, მიუხედავად მტკიცებულებების უქონლობისა და ხშირად, ამ მტკიცებულებების საწინააღმდეგოდაც.” 149
მსოფლიო მასშტაბით წარმოებული ევოლუციური პროპაგანდის საძირკველში სწორედ ეს მატერიალისტური დოგმა დევს. ევოლუციური პროპაგანდა, რომელსაც მსოფლიო პრესის ავანგარდში მდგარი სერიოზული და აღიარებული სამეცნიერო ჟურნალების ფურცლებზე ხშირად წააწყდებით, ასეთი სახის იდეოლოგიური და ფილოსოფიური წნეხის შედეგია. მატერიალისტებმა, რომლებიც მეცნიერების სტანდარტებს ადგენენ, ევოლუცია გადააქციეს ხელშეუხებელ კერპად, რადგან იდეოლოგიური თვალსაზრისით ის აუცილებლობადაა აღიარებული. სხვა მეცნიერები კი, ვისაც სამეცნიერო კარიერის გაკეთება სურს, იძულებულნი არიან, დაიცვან ეს თეორია ან, სულ ცოტა, კრინტი არ დაძრან მის წინააღმდეგ. დასავლეთის ქვეყნებში მეცნიერ-მუშაკები დოცენტის ან პროფესორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად ვალდებულნი არიან, თავიანთი ნაშრომები განსაზღვრულ მეცნიერულ ჟურნალებში გამოაქვეყნონ. ბიოლოგიური პროფილის ყველა ჟურნალი მატერიალისტ-ევოლუციონისტების ხელშია. ეს ადამიანები არასდროს დაუშვებენ თავიანთ ჟურნალებში ევოლუციის საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას. აქედან გამომდინარე, ყოველი ბიოლოგი იძულებულია, თავის საქმიანობაში ამ გაბატონებულ რწმენას დაემორჩილოს, რადგანაც ისინი წარმოადგენენ შემადგენელ ნაწილს ორგანიზებული მატერიალისტური რეჟიმისა, რომელიც ევოლუციას იდეოლოგიურ აუცილებლობად თვლია. ამიტომაც, ხუჭავენ რა თვალს ცხად ფაქტებზე, ისინი ყოველი ღონით იცავენ “ყოვლისშემძლე შემთხვევითობას”, რაც ჩვენ ამ წიგნში განვიხილეთ.
ცნობილი ევოლუციონისტის, გერმანელი ბიოლოგის გოიმარ ფონ დიტფურტის სტრიქონები მშვენივრად გამოხატავს მატერიალისტების ბრმა იდეოლოგიას. დიტფურტმა ცოცხალი ორგანიზმის რთული სტრუქტურის მაგალითი მოიყვანა და კითხვას სიცოცხლის შემთხვევით წარმოშობის შესაძლებლობის შესახებ ასეთი პასუხი გასცა:
“მართლაც, ნუთუ შესაძლებელია ასეთი ჰარმონიის მიღწევა მხოლოდ შემთხვევითობის წყალობით? ეს მთელი ბიოლოგიური ევოლუციის ერთ-ერთი ძირითადი საკითხია... დღევანდელი საბუნებისმეტყველო მეცნიერების მომხრეს სხვა გზა არ რჩება, გარდა იმისა, რომ დათანხმდეს და თქვას – დიახ! ეს იმიტომ, რომ მისი მიზანია, ბუნების მოვლენების გასაგები მეთოდებით, თვით ბუნების კანონებზე დაყრდნობით და არა ზებუნებრივი ძალების მოხმობით ახსნა.” 150
დიახ, როგორც დიტფურტი აღნიშნავს, სიცოცხლის წარმოშობისას ღვთიური ფაქტორის უგულებელყოფა, ანუ შემოქმედის არსებობის უარყოფა მატერიალისტური იდეოლოგიის მთავარი პრინციპია.
საკმარისია, ადამიანი ერთხელ მაინც დაეთანხმოს ამ პრინციპს, რომ წარმოუდგენელი შემთხვევითობაც კი დაუშვას. ასეთი დოგმატური მსჯელობის მაგალითები ევოლუციონისტთა თითქმის ყველა ნაშრომში გვხვდება.
თურქეთში ევოლუციის თეორიის მრავალრიცხოვან მომხრეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მეცნიერია ალი დემირსოი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დემირსოის აზრით, სიცოცხლისთვის აუცილებელი და ძირითადი ცილის – ციტოქრომა C- ს წარმოქმნის ალბათობა ისევე მცირეა, როგორც ალბათობა იმისა, რომ მაიმუნი საბეჭდ მანქანას მიუჯდეს და მთელი კაცობრიობის ისტორია უშეცდომოდ ჩამოარაკრაკოს. 151
დარვინიზმი და მატერიალიზმი
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ევოლუციონისტები ასე ჯიუტად, მიუხედავად უეჭველი მეცნიერული მონაცემებისა, განაგრძობენ დარვინის თეორიის დაცვას, ევოლუციის თეორიასა და მატერიალიზმს შორის ურღვევი კავშირია. დარვინმა მატერიალისტური ფილოსოფია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში დანერგა, ხოლო ამ ფილოსოფიის “ერთგული მსახურები” მარქსისტების მეთაურობით, დღესაც არაფერს ერიდებიან დარვინიზმის დასაცავად. ევოლუციის თეორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მიმდევარი, ბიოლოგი, პროფესორი დუგლას ფუტუიმა წერდა:
“მარქსის მატერიალისტური თეორია, რომელმაც კაცობრიობის განვითარების ისტორია გახსნა და დარვინის ევოლუციის თეორია უზარმაზარი ნაბიჯია მატერიალიზმის სფეროში” 1
და ამით აღიარა, თუ რატომ აქვს მათთვის ევოლუციის თეორიას ამხელა მნიშვნელობა.
ასევე საქვეყნოდ ცნობილი პალეონტოლოგი ევოლუციონისტი ს. ჯ. გოულდი ამბობს:
“დარვინმა, ბუნებრივი პროცესების თავისი ახსნით მატერიალისტური ფილოსოფია ცხოვრებაში ფრიად ეფექტურად დანერგა.” 2
ლენინის თანამებრძოლი რუსეთში ბოლშევიკური რევოლუციის მოხდენაში, ლევ ტროცკი წერდა:
“დარვინის აღმოჩენა დიალექტიკის (დიაელექტიკური მატერიალიზმის) ორგანული მატერიის ყველა სფეროზე უდიდეს გამარჯვებად იქცა.” 3
თუმცა, მეცნიერების განვითარებამ ცხადჰყო, რომ დარვინიზმი მატერიალიზმის გამარჯვება კი არა, მისი სრული დამარცხების, გაცამტვერების მიზეზი გახდა.
ლევ ტროცკი | ჩარლზ დარვინის | კარლ მარქსი |
literatura
1. Douglas Futuima, Evolutionary Biology, nawili II, Sunderland, MA: Sinouer, 1986, gv. 3
2. Alan Woods, Ted Grant, “Marxism and Darwinism”, Reason in Ravoli: Marzism and Modern Science, London , 1993.
3. Alan Woods, Ted Grant, “Marxism and Darwinism”, London , 1993.
და, რასაკვირველია, ასეთი ალბათობის დაშვება გონიერებისა და საღი აზრის ძირითადი პრინციპის უგულებელყოფა იქნება. როცა ადამიანი ქაღალდზე ასოს ხედავს, ის დარწმუნებლია, რომ ის აზრის შედეგად არის დაწერილი.
დაინახავს რა წიგნს, რომელშიც კაცობრიობის ისტორიაა აღწერილი, ის დარწმუნებულია, რომ ეს წიგნი მწერლის დაწერილია. არც ერთი ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი არ მოჰყვება იმის მტკიცებას, რომ ამ წიგნში ასოები შემთხვევით განლაგდა ასეთი თანმიმდევრობით. თუმცა, ფრიად საინტერესოა, რას წერს ამის შესახებ “სწავლული ევოლუციონისტი” პროფესორი ალი დემირსოი:
“ციტოქრომა ჩ–ს წარმოქმნის ალბათობა პრაქტიკულად ნულის ტოლია. ანუ, თუ ცოცხალის წარმოშობისთვის რამე სისტემატურობაა საჭირო, შეიძლება ითქვას, რომ ეს სამყაროში მხოლოდ ერთხელ შეიძლება მოხდეს. თუ არადა, ამ პროცესს წარმართავს ზებუნებრივი ძალები, რომლის განსაზღვრა ჩვენს გონებას აღემატება. თუმცა, ამ უკანასკნელის აღიარება სამეცნიერო მიზნებს ეწინააღმდეგება. ამ შემთხვევაში საჭიროა, პირველ ვერსიას გადავხედოთ.” 152
ერთი სიტყვით, დემირსოის ურჩევნია დაუშვას შეუძლებელი, ვიდრე ზებუნებრივი ძალის, ანუ ღმერთის არსებობა. ასე მაგალითად, როცა უჯრედის მიტოქონდრიის წარმოქმნაზე საუბრობს, დემირსოი ხაზგასმით აღნიშნავს მის შემთხვევით წარმოშობას, “მიუხედავად იმისა, რომ ეს მეცნიერებას ეწინააღმდეგება”:
“...ერთ-ერთი საჭიორბოროტო საკითხია, როგორ შეიძინა მიტოქონდრიებმა ეს თავისებურება, რადგან ამ თვისებების შეძენა თუნაც ერთი ინდივიდუუმის მიერ ალბათობების წარმოუდგენელი რაოდენობით თავმოყრას მოითხოვს. მექანიზმის დედაარსს წარმოადგენს ფერმენტები, რომლებიც სუნთქვის პროცესში მონაქილეობს და კატალიზატორის როლს ასრულებს. უჯრედი შეიცავს ფერმენტების სრულ შემადგენლობას, რადგან მხოლოდ მისი ნაწილის არსებობა უაზრობაა. ამ ფაქტს უფრო დოგმატური და სპეკულაციური ახსნა რომ არ მოვუძებნოთ, იძულებული ვხდებით ვაღიაროთ, რომ ყველა სუნთქვითი ფერმენტი ჟანგბადთან შეხებამდე არსებობს უჯრედში საჭირო რაოდენობით, თუმცა, ეს მეცნიერულ აზრს ეწინააღმდეგება.” 153
მატერიალიზმის მეცნიერული კრახი
მატერიალიზმმა, რომელიც ევოლუციის თეორიის საფუძველია, მეცხრამეტე საუკუნეში სამყაროს მუდმივად არსებობის ჰიპოთეზა წამოაყენა, რითაც გამორიცხა მისი შექმნის აზრი და დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობა მხოლოდ მატერიის შიგნით მიმდინარე პროცესებს დაუკავშირა. თუმცა, მეოცე საუკუნის მეცნიერულმა აღმოჩენებმა ეს ჰიპოთეზა სრულიად გააბათილა.
Bიგ Bანგ-ის (დიდი აფეთქების თეორიამ, რომელმაც ზემძლავრი აფეთქების შედეგად დაახლოებით 15 მილიარდი წლის წინ სამყაროს შექმნა დაამტკიცა, მისი მუდმივობის თეორიას საფუძველი გამოაცალა. მან დაამტკიცა, აგრეთვე, რომ სამყარო არმყოფობისგან წარმოიშვა, ანუ “არსებობა” დაიწყო “არაფრისგან”. მატერიალიზმის ერთ-ერთი ყველაზე მგზნებარე დამცველი, ფილოსოფოსი ათეისტი ენტონი ფლიუ აღიარებს:
“ამბობენ, გულწრფელი აღიარება ადამიანს შვებას ჰგვრისო. მეც ვაღიარებ – დიდი აფეთქების მოდელი ათეისტის სულს საშინლად აფორიაქებს, რადგან მეცნიერებამ დაადასტურა ფაქტი, რომელიც საუკუნეთა და საუკუნეთა მანძილზე ნებისმიერ რელიგიურ წყაროებში გვხვდებოდა: სამყაროს თავისი დასაწყისი ჰქონდა.”1
დიდმა აფეთქებამ დაამტკიცა, აგრეთვე, რომ სამყაროს დაბადების თვითეული ეტაპი კონტროლირებადი შექმნის წყალობით ფორმირდებოდა. რადგან დიდი აფეთქების შედეგად დამყარდა წესრიგი, რომლის წარმოშობაც უკონნტროლო აფეთქებით სრულიად შეუძლებელია. ცნობილი ფიზიკოსი პოლ დეივისი ამ ვითარებას ასე ხსნის:
“ძნელია შეეწინააღმდეგო იმ აზრს, რომ სამყაროს დღევანდელი აგებულება, ფრიად მგრძნობიარე უმცირესი პროპორციული, ციფრული ცვლილებებისადმი, ძალზე მაღალი გონის მიერ არის შექმნილი... მგრძნობიარე რიცხვითი წონასწორობა, რაც ბუნების ძალთა წონასწორობაშია ჩადებული, კოსმიური ჩანაფიქრის უცხადეს მტკიცებულებად გვევლინება.”2
ასტრონომიის პროფესორი ჯორჯ გრინშტეინი (აშშ) ამ ფაქტის შესახებ წერდა:
“მტკიცებულებების შესწავლისას ჩვენ ისევ და ისევ ვაწყდებით ცხად სინამდვილეს – სამყაროს შექმნა ზებუნებრივი გონის, ან უმაღლესი გონის წყალობაა.”3
მატერიალიზმმა განსაკუთრებული კრახი განიცადა ცოცხალი ორგანიზმების ყველა თავისებურებების განმსაზღვრელი გენეტიკური ინფორმაციის საკითხში, რომლის მატერიალისტური თვალთახედვით ახსნა სრულიად შეუძლებელია. ევოლუციის თეორიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მომხრე ჯორჯ უილიამსი ამას 1995 წელს თავის წერილში აღიარებს:
“”ბიოლოგ” ევოლუციონისტებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ დღევანდლამდე ისინი ორ სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობდნენ. ეს სფეროებია მატერია და ინფორმაცია... გენები – ეს უფრო ინფორმაციის შემცველი პაკეტებია, ვიდრე მატერიალური ობიექტები... ეს გარემოება ცხადყოფს, რომ მატერია და ინფორმაცია არსებობის ორი სხვადასხვა სფეროა და მათი ფესვები ცალკ-ცალკე უნდა იქნას შესწავლილი.”4
ეს გარემოება კიდევ ერთი დადასტურებაა არამატერიალური გონის არსებობისა, რომელმაც ეს გენეტიკური ინფორმაცია შექმნა, რადგან მატერიას არ ძალუძს ინფორმაცია თავის შიგნით აწარმოოს. გერმანიის ფიზიკისა და ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტის პროფესორი, დოქტორი ვერნერ გიტი ამ გარემოებას ასე ხსნის:
“ყველა ცდამ ცხადყო, რომ ინფორმაციის წარმოქმნისთვის აუცილებელია არსებობა დამოუკიდებელი ნების, დასკვნების გამოტანის უნარისა და გონისა, რომელიც თავის შექმნის ძალას იყენებს... არ არსებობს არც ერთი ბუნების კანონი, ფიზიკური პროცესი ან მატერიალური შემთხვევა, რომელსაც მატერიის ინფორმაციის შექმნის უზრუნველყოფა შეეძლოს...”5
ყველა ეს მეცნიერული ფაქტი ამტკიცებს, რომ სამყარო და ყოველივე ცოცხალი უმაღლესი შემოქმედის მიერ არის შექმნილი, რომელშიც უსაზღვრო ნება და უკიდეგანო ცოდნაა თავმოყრილი, ანუ დიდი ღმერთის მიერ. რაც შეეხება მატერიალიზმს, ჩვენი დროის თვალსაჩინო მოაზროვნის – არტურ კესტნერის სიტყვით, “მას უკვე აღარ აქვს უფლება ამტკიცოს, რომ მეცნიერული ფილოსოფიაა.”6
literatura
1. Henry Margenau, Roy A. Vargesse, Cosmos, Bios, Theos, la Salle IL: Open Court Publishing, 1992, gv. 241
2. Paul Davies, Gog and The New Physics, New York: Simon & Schuster, 1983, gv. 189
3. Georg Greenstein, The Symbolic Universe, New York: William Morrow, 1988, gv. 27
4. Georg C. Williams, Third Culture: Beyond the Scientifice Revolution, New York: Simon & Schuster, 1995, gv. 42-43
5. Werner Gitte, in the Beginning Was Information. LV, Bietefeld, Germany, gv. 107-141
6. Artur Coestler, Janus: A. Summing Up, New York: Vintag Books, 1978, gv. 250
ამ სტრიქონებიდან ცხადი ხდება, რომ ევოლუცია სინამდვილეში არის თეორია, რომელიც მეცნიერულ გამოკვლევებზე არ არის დაფუძნებული. პირიქით, ეს თეორია მატერიალისტური ფილოსოფიის საჭიროებებისთვისაა შემუშავებული და აქედან გამომდინარე, ქცეულია ერთგვარ ტაბუდ, მიუხედავად მეცნიერული ფაქტებისა. როგორც თვით ევოლუციონისტთა ნაშრომებიდან ჩანს, ყველა ეს მცდელობა ისახავს “მიზანს”, და ეს მიზანი მათ შექმნის უარყოფას აიძულებს.
ევოლუციონისტები ამ მიზანს ახასიათებენ, როგორც “მეცნიერულს”. თუმცა ის, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, არის არა მეცნიერება, არამედ მატერიალისტური ფილოსოფია. მატერიალიზმი კატეგორიულად უარყოფს “ზებუნებრივის” არსებობას.
მეცნიერება კი არ არის ვალდებული ეს დოგმა გაიზიაროს. მეცნიერება მოწოდებულია შეისწავლოს ბუნება და მიიღოს შედეგები. და თუ ეს შედეგები გვიჩვენებს, რომ ბუნება შექმნილია, მეცნიერება იძულებულია ეს აღიაროს. სწორედ ამას უნდა ცდილობდეს ნამდვილი მეცნიერი და არა იცავდეს სხვადასხვა მეცხრამეტე საუკუნის მოძველებული მატერიალისტური დოგმების გათვალისწინებით გამოგონილ სცენარებს.
ახლა უკვე ცხადად ვრწმუნდებით, რომ გარემომ, რომელიც მატერიალისტურ ფილოსოფიაზე არის დამოკიდებული, უზარმაზარი ზიანი მიაყენა მეცნიერებას, ღიად და ურცხვად ატყუებდა რა საზოგადოებას ევოლუციური ზღაპრის გამო. ზღაპრისა, რომლისაც მათ ბრმად სწამთ. თუმცა, უნდა დავეთანხმოთ იმ აზრსაც, რომ ზემოთაღნიშნულმა “გარემომ”, თავისდა უნებურად, საზოგადოებას მნიშვნელოვანი “სამსახურიც” გაუწია.
ეს “სამსახური” არის ის, რომ ამ ადამიანებმა, თავიანთი არარეალური ათეისტური იდეების გასავრცელებლად და დასაკანონებლად, საზოგადოების წინაშე გააშიშვლეს ისლამით შენიღბული გაუკუღმართებული რეაქციული აზრის მთელი სიყალბე და მცდარობა.
გამონაგონზე, ცრურწმენზე, ლეგენდებზე დაყრდნობილ ყალბ რელიგიას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ყურანთან და ისლამთან, მატერიალისტ-ევოლუციონისტთა ზეწოლის შედეგად ფარდა აეხადა. მასში არ ჩანს თუნდაც უმცირესი კავშირი ყურანის საშუალებით გამჟღავნებულ ჭეშმარიტ ისლამთან. ევოლუციონისტთა ძალისხმევამ საშუალება მოგვცა, მთელი სიცხადით დაგვენახა ამ ყაკლბი რელიგიის მთელი აბსურდულობა, არათანმიმდევრულობა და არალოგიკურობა. ცრუ რელიგიისა, რომელსაც უღირსი ადამიანები ისლამად წარმოგვიდგენდნენ ჭეშმარიტ მტკიცებულებებისა და სანდო წყაროების მოხმობის გარეშე.
ასე რომ, მატერიალისტებმა უბიძგეს ადამიანებს, თაღლითთა და რექაციონერთა მიერ შექმნილი ბურუსის გასაფანტად, უფრო გულდასმით შეესწავლათ ყურანი და ეხელმძღვანელათ მისი შეგონებებით. უნებურად მატერიალისტები ასრულებენ ღვთის ნებას და ემსახურებიან რელიგიას. ამასთან, ისინი ააშკარავებენ ღვთის სახელს ამოფარებული ცრუ რელიგიის პრიმიტიულ არსს და ამცირებენ გავლენას რეაქციული სისტემისა, რაც ასე ემუქრება ადამიანთა უმრავლესობას. ღმერთი, იყენებს რა ღვთის რწმენის მოწინააღმდეგეთა ურთიერთმტრობას, ჭეშმარიტ რწმენას ამკვიდრებს. და აქ მატერიალისტები თავის ბედისწერით განსაზღვრულ როლს ასრულებენ. ყურანი გვასწავლის:
“და გააქციეს ალაჰის ნებით ისინი, ხოლო დავუდმა* მოკლა ჯალუთი,** და უშობა ალაჰმა ხელმწიფება და სიბრძნე, და ასწავლა, რაც სურდა ის. და რომ არ აკავებდეს ალაჰი ერთი მეორით ხალხს, ქვეყანა დაიქცეოდა. მაგრამ წყალობიანია ალაჰი სამყაროთა მიმართ.” (სურა “ძროხა”; 251)
*დავით მეფე
**გოლიათი
147.Richard Lewontin, "The Demon – Haunted World" The New York Review of Books, 1997 wlis 9 ianvari, gv. 28
148.Robert Shapiro, Origins: A Sceptics Guide to the Creation of Life on Earth, New York, 1986, gv. 207
149.Hubert Yockey, "Self - Organization, Origin of Lafe Scenarios and information Theory", Journal of Theoretical Biology, tomi 91, 1981, gv. 27, 28
150Hoimar Von Ditfurdrth, Sinozorlarin Sessiz Gecesi, tomi 2, 1995 wlis marti, gv. 64
151.Ali Demirsoy, Kalitim ve Evrim, Ankara: Meteksan Yayinlari, 1984, gv.61
152.Ali Demirsoy, Kalitim ve Evrim, Ankara: Meteksan Yayinlari, 1984, gv.61
153.Ali Demirsoy, Kalitim ve Evrim, Ankara: Meteksan Yayinlari, 1984, gv.94