თავი მეხუთე
ამოსვლა წყლიდან ხმელეთზე ევოლუციის თეორიის მიერ შეთხზული ზღაპარია

ამოსვლა წყლიდან ხმელეთზე ევოლუციის თეორიის მიერ შეთხზული ზღაპარია

ევოლუციონისტების მიერ შეთხზული სცენარის მიხედვით, ცხოველთა ამოსვლა წყლიდან ხმელეთზე სხვადასხვა მიზეზმა განაპირობა. მაგალითად, თევზების ზოგიერთი სახეობა იძულებული გახდა წყლიდან მიწაზე ამოსულიყო წყალში საკვების სიმცირის გამო. მაგრამ ჭეშმარიტება ისაა, რომ ევოლუციის თეორიის მიმდევრებს ამ სცენარის უტყუარობის ერთი დამადასტურებელი საბუთიც კი არ გააჩნიათ. ამიტომაც, ისინი იძულებული ხდებიან, თავიანთი მოძღვრების ქმედითუნარიანობა გამოგონილი, სპეკულაციური ხასიათის ნახატებით გაამყარონ. თქვენს წინაშეა ერთ-ერთი ასეთი ილუსტრაცია.

ევოლუციონისტები ამტკიცებენ, რომ კემბრიულ პერიოდში გაჩენილი ზღვის უხერხემლოები ევოლუციის ათეულობით მილიონი წლის მანძილზე თევზებად იქცნენ. თუმცა, გარდამავალი ფორმები, რომლებიც დაადასტურებდნენ ევოლუციას უხერხემლოებიდან თევზებამდე, არ არსებობს. ისევე, როგორც არ არსებობს მათი საერთო წინაპარი. იმის გათვალისწინებით, რომ უხერხემლოებს ჩონჩხი საერთოდ არ გააჩნიათ და ძვლები გარედან აკრავთ, ხოლო თევზებს ჩონჩხი სხეულს შიგნით აქვთ, ევოლუცია უხერხემლოებიდან თევზებამდე მოითხოვს უზარმაზარ ევოლუციას, რომელსაც თავისი კვალი უნდა დაეტოვებინა აურაცხელი რაოდენობის გარდამავალი ფორმების სახით.

ამ არარსებული ფორმების ძებნას ევოლუციონისტებმა 140 წელიწადი შეალიეს, ამოატრიალეს რა თითქმის დედამიწის მთელი ნიადაგი. არსებობს მილიონობით უხერხემლოთა და მილიონობით თევზის ნამარხები, მაგრამ არც ერთი გარდამავალი ფორმა არ იქნა აღმოჩენილი.

ევოლუციონისტი-პალეონტოლოგი ჯერალდ ტ. ტოდი თავის ნაშრომში “ძვლოვანი თევზების ევოლუცია”, სვამს შემდეგ საკითხს:

“ძვლოვანი თევზების სამივე კლასი გეოლოგიურ შრეებში ერთსა და იმავე დროს გაჩნდა... კარგი, მაგრამ საიდან გაჩნდა? რამ გამოიწვია ამ სხვადასხვანაირი და კომპლექსური აგებულების არსებების გამოჩენა? და რატომ არსად ჩანს კვალი წინაპრისა, რომლისგანაც ისინი უნდა წარმოშობილიყვნენ? 31

ევოლუციონისტთა მტკიცებით, რომ რაღაც პერიოდში თევზებმა წყლიდან ამოსვლა იწყეს და ხმელეთის ბინადრებად იქცნენ. არსებობს უამრავი ფიზიოლოგიური და ანატომიური ფაქტორი, რაც უარყოფს ამ მოსაზრებას. ამასთან, არ არსებობს არც ერთი არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელიც ამ პროცესის არსებობას დაადასტურებდა. ევოლუციონისტთა სცენარის მიხედვით, თევზები ევოლუციის გავლით ამფიბიებად უნდა ქცეულიყვნენ. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ სცენარს საფუძველი არ გააჩნია. სახელგანთქმული ევოლუციონისტი, ავტორი წიგნისა – “ხერხემლიანთა პალეონტოლოგია და ევოლუცია” რობერტ ლ. კეროლი უხალისოდ აღიარებს:

“ჩვენ ხელთ არა გვაქვს ადრინდელი ამფიბიებიდან თევზებამდე გარდამავალი ფორმები.” 32

ცელაკანტის, Coelacanth ცელაკანტის, Coelacanth ცელაკანტის, Coelacanth

თევზის – ცელაკანტის (Coelacanth) გაქვავებული ნამარხი, რომლის ასაკი 410 მილიონ წელს შეადგენს. ევოლუციონისტები ამ ნამარხზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ ცელაკანტი არის გადაშენებული, შუალედური რგოლი წყლიდან ხმელეთზე ამოსვლის პროცესში. თუმცა, 1938 წელს ინდოეთის ოკეანეში ცოცხალი ცელაკანტი დაიჭირეს. შემდგომ წლებში თევზების ამ კლასის წარმომადგენლებს მკვლევარები ხშირად წაწყდომიან. ამ ფაქტმა გვაჩვენა, თუ რა ღრმად შეუძლიათ შესტოპონ ევოლუციონისტებმა თავიანთ “მეცნიერულ” სპეკულაციებში.

ევოლუციონისტი პალეონტოლოგები კოლბერტი და მორალსი გვიყვებიან ამფიბიის სამ კლასზე – ბაყაყენზე, სალამანდრებსა და caecilian:

“არ არსებობს არაფერი, რაც პალეოზოური ხანის ამფიბიის წინაპრის არსებობას დაადასტურებდა. ამჟამად ცნობილი ნამარხი ბაყაყები, სალამანდრები და caecilian არაფრით განსხვავდებიან ახლანდელისგან.” 33

ევოლუციის თეორიის მეცნიერული დაუსაბუთებლობის ერთ-ერთი მაგალითი კუ

tortoise over fossil ევოლუციის თეორიას არ ძალუძს ლოგიკურად ახსნას ცოცხალი არსებების ძირითადი ჯგუფების წარმოშობა. ისეთებისა, როგორებიცაა თევზები ან ქვეწარმავლები. ის უძლურია აგრეთვე, ახსნას წარმოშობა ამ ჯგუფების შემადგენელი სახეობებისა. მაგალითად, ქვეწარმავალთა კლასის წარმომადგენლები – კუები პალეონტოლოგების მიერ აღმოჩენილ ცხოველთა ნამარხებში სპონტანურად ჩნდებიან. ისევე განვითარებული ბაკნით, როგორც ის თანამედროვე კუებს აქვთ. ერთ-ერთი ევოლუციონისტური გამოცემის თქმით; “მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენილია კუების კარგად შენახული ნამარხების დიდი რაოდენობა, დღესაც ვერ მოიძებნა ნაშთები გარდამავალი ფორმებისა ევოლუციურ ჯაჭვში კუებიდან იმ ცხოველებამდე, რომელთა წინაპრად კუ ითვლება”.

თუმცა, 50 წლის წინ ითვლებოდა, რომ თევზ-ამფიბიების ნამარხები არსებობს: გაქვავებული თევზი “Coelacanth”, რომლის ასაკიც 410 მილიონი წლით განისაზღვრება, ბევრ ევოლუციონურ წიგნში წარმოდგენილი იყო, როგორც გარდამავალი ფორმა. ევოლუციონისტები ამტკიცებდნენ, რომ “Coelacanth”-ს ჰქონდა პრიმიტიული ფილტვები, განვითარებული ტვინი, სისხლმიმოქცევისა და საჭმლის მონელების სისტემები, რაც ხმელეთზე ამოსასვლელად საკმარისი იქნებოდა და მას პრიმიტიულ სიარულის უნარსაც კი მიაწერდნენ. ეს მოსაზრება, 1930-იანი წლის ბოლომდე ყველა სამეცნიერო წრეში იყო აღიარებული.

თუმცა, 1938 წლის 22 დეკემბერს ინდოეთის ოკეანეში საინტერესო რამ აღმოაჩინეს. დაიჭირეს თევზი Coelacanth-ი, რომელიც, როგორც თვლიდნენ, 70 მილიონი წლის წინ გადაშენდა. უეჭველია, რომ ამ აღმოჩენამ გააოგნა ევოლუციონისტები. ევოლუციონისტი-პალეონტოლოგი ჯ.ლ.ბ. სმიტმა აღნიშნა “ასე არ გამიკვირდებოდა, გზაზე დინოზავრი რომ გადამყროდაო”. 34

შემდგომ წლებში სხვადასხვა ადგილებში Coelacanth–ის კიდევ 200 ინდივიდი იქნა დაჭერილი. ამ თევზების აღმოჩენით ნათელი გახდა, თუ სადამდე სეიძლება მივიდეს ევოლუციონისტთა ფანტაზიები. მათი მტკიცების მიუხედავად, ამ თევზებს არც განვითარებული ტვინი აღმოაჩნდათ და არც პრიმიტიული ფილტვები. ის, რაც პრიმიტიული ფილტვები ეგონათ, ქონის ჯირკვალი აღმოჩნდა. თანაც, როგორც გაირკვა, “ხმელეთზე ამოსვლის კანდიდატი, ანუ Coelacanth-ი,” ოკეანის ღრმა წყლებში ბინადრობს და ფსკერიდან 180 მეტრზე მაღლა არასოდეს ამოდის”. 36

ჩანართი რატომ არის შეუძლებელი წყლიდან ხმელეთზე ამოსვლა?

ევოლუციონისტების მტკიცებით, ერთ მშვენიერ დღეს წყლის ბინადარი ცხოველები როგორღაც წყლიდან ამოვიდნენ და ხმელეთის ბინადრებად იქცნენ. თუმცა, არსებობს აურაცხელი ანატომიური და ფიზიოლოგიური ფაქტორი, რომლებიც ასეთ ამოსვლას შეუძლებელს ხდის. თქვენს ყურადღებას ამ ფაქტორებიდან ყველაზე ნათლად გამოხატულს მივაქცევთ:

1. საკუთარი სიმძიმის ფაქტორი. ზღვის ბინადართა წინაშე არასდროს დამდგარა საკუთარი წონის პრობლემა. მაშინ, როცა ხმელეთის ბინადართა უმეტესი ნაწილი ენერგიის 40%-ს თავისი სხეულის გადაადგილებაზე ხარჯავს. ცხოველს, რომელიც წყლიდან ხმელეთზე ამოდის, აუცილებლად სჭირდება უფრო მძლავრი კუნთები და მტკიცე ჩონჩხი, რათა გაუძლოს საკუთარ სიმძიმეს და საკმარისი ენერგია ახალ პირობებში გადასაადგილებლად. თუმცა, სრული უაზრობაა, შემთხვევითი მუტაციით ესოდენ რთული კომპლექსის განვითარების ახსნა.

2. სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება: ხმელეთზე ჰაერის ტემპერატურა ძალზე სწრაფად და დიდი ამპლიტუდით იცვლება. ხმელეთის ბინადარ ცხოველებს კარგად აქვთ განვითარებული მეტაბოლიზმის სისტემა, რომელიც ჰაერის ტემპერატურის ცხალებადობის პირობებში ცხოველის ორგანიზმში მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებას განაპირობებს. ხოლო წყალში ტემპერატურა ფრიად ნელა იცვლება და იქ არასდროს ხდება ისეთი რყევა, როგორც ხმელეთზე. ამიტომაც, ზღვის ცხოველებს აქვთ მუდმივ ტემპერატურასთან შეგუებული ფიზიოლოგიური სისტემები. ასე რომ, წყლიდან ხმელეთზე ამოსვლისას ცხოველი იძულებულია შეიმუშავოს ორგანიზმის დამცველი მექანიზმები, რომლების მეშვეობითაც მოხდება გარემოსთან მიმართებით ტემპერატურის რეგულირება. უეჭველია, რომ მტკიცება იმისა, თითქოს თევზებმა შემთხვევითი მუტაციის შედეგად უცბად გამოიმუშავეს ეს სისტემები, რბილად რომ ვთქვათ, სისულელეა!

3. წყლის გამოყენება: წყალი, რაც აუცილებელი პირობაა სიცოცხლის ნებისმიერი ფორმის არსებობისა, ხმელეთზე ფრიად შეზღუდული რაოდენობითაა. აქედან გამომდინარე, ცხოველმა ეკონომიურად უნდა ხარჯოს წყალი და ჰაერში არსებული ტენიც კი. ასე მაგალითად, კანი უნდა აღჭურვილი იყოს სისტემებით, რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევენ ორგანიზმის მიერ სითხის დაკარგვას, მის აორთქლებას. ამავდროულად, წყალში არსებული ორგანიზმებისთვის უცნობია წყურვილის შეგრძნება და მათი კანი არ არის უწყლო გარემოში ცხოვრებისთვის მოწყობილი.

4. თირკმლები: წყალში არსებულ ცოცხალ ორგანიზმებს, წყლის სიუხვის წყალობით, შეუძლიათ გაფილტრონ და გამოდევნონ ორგანიზმიდან ზედმეტი ქიმიური ნივთიერებების, მაგალითად, ამიაკი. ხმელეთის მკვიდრ ცხოველებს კი, წყლის შედარებითი ნაკლებობის გამო, ორგანიზმის ფილტრაციისთვის კარგად განვითარებული თირკმლების სისტემა აქვთ. თირკმლების ფუნქციის წყალობით, ამიაკი გარდაიქმნება ურინად (შარდოვანად). ასე რომ, მავნე ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოსადენად სითხის მინიმუმს იყენებს. გარდა ამისა, თირკმლების მუშაობისთვის სრულიად ახალი ფიზიოლოგიური მექანიზმებია საჭირო. ზემოთქმულს თუ შევაჯამებთ, შეგვიძლი, დავასკვნათ: იმისთვის, რომ წყლის ცხოველმა, რომელსაც თირკმლები არ გააჩნია, ხმელეთზე არსებობა შეძლოს, მან უცებ უნდა შექმნას და განავითაროს ორგანიზმში თირკმლოვანი გამწმენდი სისტემა.

5. სასუნთქი სისტემა: თევზები ლაყუჩებით წყალში გახსნილი ჟანგბადით სუნთქავენ. უწყლოდ მათ მხოლოდ რამდენიმე წუთს შეუძლიათ გაძლება. ამიტომაც, წყლიდან ხმელეთზე ამოსვლისას რომ არ გაიგუდონ, თევზებისთვის აუცილებელია მყისიერად შეიქმნან სუნთქვის უნაკლო ფილტვური სისტემა.

რაღა თქმა უნდა, სრულიად ნათელია, რომ შემთხვევითი მყისიერი წარმოქმნა ყველა ზემოთაღნიშნული ფიზიოლოგიური სისტემისა ერთი ცხოველის ორგანიზმში გამორიცხულია.

literatura

31.Gerald T.Todd, "Evolution of the Lung and the Origin of Bony Fishes: A Casual Relationship", American Zoologist, tomi 26, 1980, gv. 757

32. R.L. Carroll, Vertebrate Paleontology and Evolution, New York, W.N. Freenman and co.1991, gv. 4

33.Edwin H.Colbert, M. Morales, Evolution of the Vertebrates, New York, 1991, gv. 99

34.Jean-Jacques Hublin, The Halmyn Encyclopedia of Prehidtoric Animals, New York, 1984, gv, 120

35. Jacques Millot, The Coelacanth, The Scientific American, tomi 193, 1955 wlis dekemberi, gv. 39

36.Bitim ve Teknik Dergisi, 1998 wlis noemberi, gv. 21

გააზიარეთ
logo
logo
logo
logo
logo
ჩამოტვირთვები
  • ტერორიზმის ჭეშმარიტი იდეოლოგიური სარჩული: დარვინიზმი და მატერიალიზმი
  • ნაწილი პირველი დარვინიზმის უარყოფა რატომ ევოლუციის თეორია?
  • წინასწარ შექმნილი აზრისგან გათავისუფლება
  • თავი მეორე მოკლედ ევოლუციის თეორიის ისტორიაზე
  • თავი მესამე ევოლუციის უტოპიური მექანიზმები
  • თავი მეოთხე ნამარხი ცხოველები უარყოფენ ევოლუციის თეორიას
  • თავი მეხუთე ამოსვლა წყლიდან ხმელეთზე ევოლუციის თეორიის მიერ შეთხზული ზღაპარია
  • თავი მეექვსე ფრინველთა და ძუძუმწოვართა ფანტასტიკური ევოლუცია
  • თავი მეშვიდე ევოლუციონისტთა ყალბი კომენტარები ნამარხი ცხოველების კვლევის მონაცემებთა გარშემო
  • თავი მერვე ევოლუციის ფალსიფიკაციები
  • თავი მეცხრე ადამიანის ევოლუციის სცენარი
  • თავი მეათე ევოლუციის თეორიის მოლეკულური ჩიხი
  • თავი მეთერთმეტე შეიძლება დიადი ჩანაფიქრის შემთხვევითობით ახსნა?
  • თავი მეთორმეტე ევოლუციონისტთა მცდარი დასკვნები
  • თავი მეცამეტე ევოლუციის თეორია – მატერიალისტური აუცილებლობა
  • თავი მეთოთხმეტე მასობრივი ინფორმაციის საშუალებები: ევოლუციის თეორიის სასიცოცხლო სივრცე
  • თავი მეთხუთმეტე დასკვნა: ევოლუციის თეორია არის ფალსიფიკაცია
  • თავი მეთექვსმეტე დედამიწაზე სიცოცხლის შექმნის ჭეშმარიტება